„ღმერთმა შექმნა ადამიანი, თავის ხატად, ღვთის მსგავსად შექმნა იგი, დედაკაცად და მამაკაცად შექმნა ისინი " - დაბ. 1.26-27.
ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ტრადიციული ოჯახი და ოჯახის ინსტიტუტი საერთო ჯამში საფრთხის ქვეშ იმყოფება.
ღმერთის ხატი არის როგორც მამაკაცში, ასევე ქალში, ის აისახება ღვთაებრივი კავშირით ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს ღვთის შემოქმედებით ძალას, თავისი ცხოვრებისელი, თავდაუზოგავი და სათნო ბუნებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ ჰეტეროსექსუალური კავშირით.
როდესაც ღმერთმა ადამს მეწყვილე შეუქმნა, მან შექმნა ევა, და არა სხვა ადამი. ეს ნიშნავს, რომ ქალისა და მამაკაცის სრულყოფილი კავშირი მოითხოვს გარკვეულ განსხვავებებს, აგრეთვე ზოგიერთ საოცარ მსგავსებებს, რის გამოც ადამს შეეძლო წამოეძახა: „ აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“.
ქალისა და მამაკაცის ინტიმური კავშირი ბუნებრივი კავშირია ორს შორის (ემოციური და ფიზიკური), ისე, რომ იგი შეესაბამება ჩვენი სხეულების სტრუქტურას, და შვილის შობის ბუნებრივი გზაა.
|