1geo

fb you od

სომეხმა ახალგაზრდებმა ახალციხეში მონაწილეობა მიიღეს გასვლით ღონისძიებაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMG 543 

2015 წლის 26-27 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანის“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესებისა და რელიგიათ შორისი თანამშრომლობის“ პროექტის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ღონისძიება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფოლება, სამართლებრივ საკითხთა განყოფოლების დირექტორ მიქაელ ავაგიანის, ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორ ნინა სეროპოვას, აქტიური ახალგაზრდების - ემილ სარგსიანის და ანა მისკარიანის შემადგენლობით.

ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ეცნობოდნენ ამ რეგიონის ეროვნულ, რელიგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, მოეწყო ექსკურსია რაბათის კომპლექსში. ახალგაზრდები ეწვივნენ კათოლიკურ მონასტერს, სინაგოგას, „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ სომხურ ეკლესიას, იყვნენ ადიგენის და ახალციხის მუნიციპალტეტების საფარის და ზარზმის სამონასტრო კომპლექსებში.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებმა გაიმდიდრეს ცოდნა ამ მხარის ისტორიაზე, აქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა თანაცხოვრებაზე, განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს რეგიონში.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროს ბავშვების და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია შეიქმნას რელიგიათშორისი საბჭო, რომლის შემადგენლობაში ჩართული იქნებიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობების აქტიური ახალგაზრდები.
 

IMG 5167 IMG 5217 IMG 5391 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)