საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო საქართველოს რელიგიის სააგენტოს 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციას |
2016 წლის 16 თებერვალს, თბილისის "ქორთიარდ მარიოტის" წვეულებათა დარბაზში გაიმართა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა და მღვდელმა მამა ნარეკ კუშჩიანმა. სააგენტოს ანგარიშს ესწრებოდნენ როგორც სხვადასხვა რელიგიური თემების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. |