მიხეილ ლორის-მელიქოვისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის პრეზენტაცია თბილისში |
2016 წლის 6 მარტს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა "მიხეილ ლორის-მელიქოვი: დიდი სომეხი და უძლეველი მხედართმთავარი“ ვიდეოფილმის და „ერგრი კაროტოვ“ (სამშობლოს ნოსტალგიით) წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მოამზადა "კარწიქ“ (აზრი) შემოქმედებითმა ჯგუფმა (ხელმძღვანელი: სერგო ერიციანი). მაყურებლით სავსე დარბაზში საპატიო ადგილები ეკავათ ამ დღისთვის დედა სამშობლოდან ჩამოსულ სტუმრებს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს დიპლომატებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მღვდელმსახურებს, თბილისის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი მიესალმა "კარწიქ“ (აზრი) შემოქმედებითი ჯგუფის მორიგ ვიზიტს თბილისში, ამჯერად უკვე სომეხი უძლეველი მხედართმთავრის მიხეილ ლორის-მელიქოვისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმით. სერგო ერიციანის ხელმძღვანელობით, ჰრაჩიკ პაპინიანის, სამველ გალსტიანის,გაგიკ აბელიანის, კარინე ტიტანიანის შემადგენლობით, შემოქმედებითი ჯგუფის გადაღებული ვიდეოფილმი არა მხოლოდ მიხეილ ლორის-მელიქოვის როგორც სახელმწიფო მოღვაწის, არამედ დიდი სომეხის შესახებაა, რომელიც, სადაც არ უნდა ყოფილიყო, ინტერესდებოდა ეროვნული პრობლემებით, და არა როგორც დამკვირვებელი, არამედ იმ მოღვაწის სტატუსით, რომელიც ოცნებობდა თავისი ხალხის დამოუკიდებლობისა და განთავისუფლებისათვის და იბრძოდა ამისთვის. რუსეთის იმპერატორის ნდობით აღჭურვილი და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მყოფი პირი ცხოვრობდა სომხური სულისკვეთებით და უსასრულოდ უყვარდა თბილისი. უძლეველმა მხედართმთავარმა თხოვნა დატოვა ანდერძში, რომ დაიკრძალოს თბილისში, თავისი თანამებრძოლი გენერლების გვერდით. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ერიეციანმა წარმოადინა ასევე „სამშობლოს ნოსტალგიით“ საერთო რუბრიკით წიგნი, რომელიც აღწერს მომლოცველობას დასავლეთ სომხეთში. ვიდეოფილმისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიის უფროსმა, პოლიციის გენერალ-ლეიტენანტმა ჰოვანეს ვარიანმა და ხაზი გაუსვა დიდი მხედართმთავრის ერისადმი სიყვარულს, რომელიც მოუწოდებდა პატრიოტიზმისკენ და გამარჯვებებისკენ, მის სანიმუშო სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეობას მომავალი თაობების აღზრდის საქმეში. მისი ბიუსტი ამშვენებს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის აკადემიის ეზოს, როგორც უძლეველობის იდეების გამარჯვების მოწმე. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა და ყოფილმა პედაგოგმა მიხაილ თადევოსოვმა თაობებს მოუწოდეს პატრიოტობისა და სომხური სულისკვეთებით ცხოვრებისკენ, გამარჯვებული გენერალ-მხედართმთავრების მაგალითით ახლის მიღწევის მისიით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაღალი შეფასება მისცა სერგო ერიციანის მიერ თბილისში სომხური კვალის გამოვლენის პატრიოტულ საქმიანობას. წინამძღვარმა მოუწოდა ერის პატრიოტი შვილების პატრიოტული აზროვნების მიბაძვისკენ, და აღნიშნა, რომ ყოველი ადამიანი უნდა ემსახუროს იმ ქვეყანას, სადაც ის მოღვაწეობს, მაგრამ შეინარჩუნოს ეროვნულობა და იმის სიამაყე, რომ სომეხი არის. სერგო ერიციანმა მადლობა გადაუხადა შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს, ვინც იმუშავა ფილმზეշ რომელთა პროფესიული მუშაობის შედეგად გადაღებულ იქნა "მიხეილ ლორის-მელიქოვი: დიდი სომეხი და უძლეველი მხედართმთავარი“ ვიდეოფილმი და გაიმართა აღნიშნული პრეზენტაცია. ბოლოს დამსწრეებს დაურიგდა სერგო ერიციანის, სიმონ წატურიანის, მირზა სლოიანის ავტორობით დაწერილი „წიგნი „სამშობლოს ნოსტალგიით. |