"ტარონ" ცეკვის ანსამბლის საპატიო მე-2 ადგილი |
2016 წლის 16-17 აპრილს, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა სპორტული ცეკვების საერთაშორისო ოლიმპიადის მონაწილე 12 ქვეყნის წარმომადგენლებს. თბილისის ახალად გახსნილ სპორტის სასახლეში სპორტული და ეროვნული ცეკვები წარმოადგინეს როგორც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა, ასევე ადგილობრივმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა. ოლიმპიადა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი, სპორტული და კულტურული ცხოვრების წესის განმტკიცებას და ქალთა სპორტული ჯგუფების მხარდაჭერას. 17 აპრილს, სომხური ეთნოგრაფიული "თაკ-თანზარა“ ცეკვის შესრულებით გამოვიდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის ანსამბლი „ტარონი“, განახლებული შემადგენლობით, ქორეოგრაფ სურნ აბრამიანის ხელმძღვანელობით. სომეხი ახალგაზრდა გოგო-ბიჭების მონაწილეობით შესრულებულმა ამაყმა და ცეცხლოვანმა ცეკვამ ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა და ანსამბლს მიენიჭა საპატიო მეორე ადგილი. ვულოცავთ "ტარონ" ანსამბლს საკონკურსო პირველ წარმატებას და ვუსურვებთ ახალ მიღწევებს. |