საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ვიზიტი სომეხთა ეკლესიაში |
2016 წლის 15 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიასთან მოქმედ "ჰაიარტუნ" ცენტრის ოფისში მიიღო საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი. არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი მიესალმა პატივცემულ სტუმარს და მას გადასცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კურთხევა და მამობრივი სიყვარული. უკრაინელმა დიპლომატმა სთხოვა არქიმანდრიტს, რომ მისი პატივისცემა და სიყვარული გადასცეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს. შეხვედრაზე არქიმანდრიტმა ხორენმა საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს გააცნო საქართველოს სომეხთა ეპარქიის სტრუქტურა, თემებისა და ეკლესიების საქმიანობა, ასევე ეპარქიის გაწეული საქმიანობა საგანმანათლებლო, კულტურულ და სოციალურ პროგრამებში. უკრაინის რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელმა ისაუბრა საქართველოში უკრაინის საელჩოს საქმიანობის, დიპლომატიური მისიის, უკრაინაში არსებულ ვითარების შესახებ, ასევე გაიხსენა უკრაინული მრავალათასიანი სომხური დიასპორა და უკრაინაში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებული სომეხთა ეკლესია. შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის და უკრაინის საელჩოს უნდა ჰქონდეთ უფრო მჭიდრო კავშირები და თანამშრომლობის სფეროები უნდა გაფართოვდეს. არქიმანდრიტმა ხორენმა საქართველოში უკრაინის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ნაზაროვი დიდი სიყვარულით მიიწვია სომხეთის რესპუბლიკაში, მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში, სომხეთის ისტორიულ-კულტურული ღირებულებების და სიწმინდეების ახლოდან გასაცნობად. |