საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელები მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმი“ |
სიახლეები |
2017 წლის 4 თებერვალი „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელებისთვის, კერძოდ „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ მშობლიური ენის სწავლების ერთდღიანი სკოლის მოწაფეებისა და „ტარონ“ ქორეოგრაფიული ანსამბლს უმცროსი ჯგუფის ბავშვებისათვის უჩვეულო დღე იყო. ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის, ევგენია მარკოსიანისა, და ახალგაზრდული განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, თაოსნობით მოეწყო ოცდაათამდე ბავშვის ვიზიტი თბილისის მუზეუმში „ექსპერიმენტორიუმი“. „ჰაიარტუნ“ ცენტრის აღსაზრდელთა ექსკურსია ინიცირებული და დაფინანსებული იყო "კავკასიური პარტნიორობა " არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომლის თავმჯდომარე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ყოფილი ელჩი ჰოვანეს მანუკიანია. ზემოაღნიშნულ მუზეუმში განთავსებული 80-ზე მეტი ექსპონატი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, ასტრონომიის სხვადასხვა წესების დემონსტრირებაა. გიდის სამეცნიერო კომენტარების თანხლებით, ბავშვები ცდებს ატარებდნენ სხვადასხვა ნივთებსა და საგნებზე. ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ რეალურად შეხებოდნენ ამ ექსპონატებს, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა თეორიული წესის ყოფით ცხოვრებაში გამოყენებაში, დაუჯერებელს ხდიდნენ ხელშესახებსა და თვალსაჩინოს. კერძოდ: ბგერის სიმძლავრის გაზომვა, მშრალი ყინულის მიღება, ლურსმნებზე დაჯდომა, მეგობრის ჰაერში აწევა, ხელით ელვის დაჭერა და სხვა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექცია მადლობას უხდის ორგანიზაციას „კავკასიის პარტნიორობა“, ბავშვების ექსკურსიის ორგანიზებისა და გასართობი მეცნიერებების გაცნობის შესაძლებლობის მიცემისათვის. |