1geo

fb you od

ჭრაგალუიცის (ლამპრების და კანდელების დანთების) საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 5 იანვარს, საღამოს, შობის და ნათლისღების დღესასწაულებამდე 20190105 181743საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია აღევლინა.
ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმის, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში, მრევლი მოსული იყო, რათა პირველს შეეტყო იესო ქრისტეს შობის ამბავი.
20190105 190405თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, სომხური ინტელიგენცია, თბილისელი საზოგადოების წარმომადგენლები ასევე სტუმრები 20190105 195939სომხეთიდან. საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე, შესრულდა საღამოს ღვთისმსახურება, წაკითხულ იქნა ნაწყვეტები წმინდა წიგნიდან.
ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა.
49519734საღმრთო ლიტურგიის მიმდინარეობისას მეუფე ვაზგენმა თავის ქადაგებაში უფლის შობის საიდუმლოზე ისაუბრა, იესო ქრისტეს შობაზე, როგორც კაცობრიობის ცოდვებისგან ხსნისათვის ბოძებულ საჩუქარზე, მისი ტკივილების მოსაშუშებლად, იმედად და სასოებად ქცევისა და მისი ზეციური სამეფოსკენ გაძღოლისათვის.  49397728
ეპარქიის წინამძღვარმა მორწმუნეებს მოუწოდა უფალს შეევედრონ, რომ თავისი სიბრძნის ნათელი მოავლინოს მათ სულსა და ცხოვრებაში, რათა მათი გულები ბეთლემის იმ ბაგად გადაიქცეს, რომელშიდაც მოვლინებული ნათელი სიყვარულად და სიკეთედ გადაიქცევა, განდიდდება ყველას ცხოვრებასა და 49517056რწმენაში.  
საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მაცოცხლებელი სანთელი აანთო, რომელიც ღვთიური სინათლისა და ეკლესიის კურთხევის სიმბოლოა. ეს სინათლე იყო მეტი, ვიდრე მზე, რომელიც მოგვებს ჭეშმარიტი სინათლის- ყრმა იესოსკენ გაუძღვა. სინათლე, რომელიც იესო ქრისტეს სიმბოლოა,  საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეებს დაურიგდა, 49321453რომლებმაც ეკლესიებში ანთებული სანთლებით ოჯახებში თან უფლის შობის სასიხარულო ამბავი და ღვთიური სინათლე მიაბრძანეს.  
წირვის შემდეგ, სასულიერო პირთა ნაკადი ეპარქიის წინამძღვრის „ჰაიარტუნის“ საცხოვრებლისკენ დაიძრა, სადაც სახლის კურთხევის რიტუალი შესრულდა.
სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის, შობისა და აღდგომის წინა დღეები იწოდება „ჭრაგალუიც“.  სახელი  „ჭრაგალუიც“ წარმოიშვა გამონათქვამიდან „ჭრაგ ლუცანელ“, რაც ჭრაქის დანთებას, სანთლის დანთებას ნიშნავს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)