1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიამ კათოლიკურ კათედრალში ჩატარებულ ეკუმენურ ლოცვაში მიიღო მონაწილეობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Aსაქართველოში ეკუმენური ლოცვა დაახლოებით სამი ათწლეულია ტარდება და აღევლინება  ქრისტიანული რელიგიის ოთხი სხვადასხვა თემის ეკლესიათა და მორწმუნეთა მიერ. ეს ეკლესიებია: სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია, კათოლიკური, ევანგელურ-ლუთერანული და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები. ერთიანი ლოცვა ყოველ წელს ოთხი 1ეკლესიიდან ერთ-ერთის თავმჯდომარეობით ტარდება. წელს ერთიანობის ლოცვის ორგანიზატორი საქართველოს კათოლიკური ეკლესია იყო, რომელიც ასევე საქართველოში მოქმედ ეკლესიათაშორის საბჭოს უთავმჯდომარებს.
2019 წლის 25 იანვარს ეკუმენური ლოცვა აღევლინა თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში.
ეკუმენურ ლოცვას ესწრებოდნენ: საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მარკუს შოხი,საქართველოში ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის 2წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, სხვადასხვა ეკლესიის სულიერი მსახურები და უამრავი მორწმუნე.
ეკუმენურ ლოცვაში მონაწილეობდა სომხეთის ქრისტიან ქალთა ეკუმენური ფორუმის დელეგაცია, ევროპის ქრისტიან ქალთა ეკუმენური კონგრესის თანათვმჯდომარე მარიანა აპრესიანის ხელმძღვანელობით.
ლოცვის რიტუალურ ცერემონიაში სხვა ეკლესიებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სასულიერო დასმა, 3მორწმუნეებმა და „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მგალობელთა გუნდმა.
კათოლიკური ეკლესიის სულიერმა წინამძღვარმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა ქრისტიანების ერთად შეკრებასა და უფლისათვის წყალობის ვედრებას, აღნიშნა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, ზეციური მამის შვილობა და ერთმანეთისადმი და-ძმობა. ხაზი გაუსვა ასევე რელიგიურ რეფორმებსა და მსგავს შეხვედრებს.
ეკუმენური ლოცვისას ადამიანთა სულების შეერთებისა და გაერთიანების, ერთმანეთის მხარდამჭერი გარემო სუფევდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში მსოფლიოს მივცეთ იმედი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ განსხვავებულები, ვილოცოთ სხვადასხვა ენაზე, თუმცა ვიყოთ ერთად“.
მარიანა აპრესიანი სომხეთისა და ევროპის ქრისტიან ქალთა ეკუმენური ფორუმების  სახელით მიესალმა ერთობლივი ლოცვის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ასევე მანაც მიიღო მონაწილეობა ლოცვაში და ასაფის ფსალმუნი წაიკითხა.
4ეკუმენური ლოცვა წინამძღვრების მიერ თავიანთ მშობლიურ ენებზე შესრულებული დამცავი ლოცვითა და დალოცვით დასრულდა.
მომდევნო დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სომხეთიდან ჩამოსული ქრისტიანი ეკუმენური ფორუმის დელეგატები მიიღო. შეხვედრას ეპარქიის ქალი თანამშრომლები ესწრებოდნენ. სომხეთის ქრისტიან ქალთა ეკუმენური ფორუმოს  წევრებმა დაწვრილებით წარმოადგინეს უკვე ხუთწლიანი ისტორიის მქონე ევროპული ფორუმის წევრი სომხეთის  ქრისტიან ქალთა ეკუმენური ფორუმის საქმიანობის მიზანი და მიმართულებები. ერთობლივად იქნა განხილული ასევე საქართველოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კურთხევითა და მხარდაჭერით ანალოგიური ორგანიზაციის დაარსების ხედვა. შეთავაზება იმ გარემოების ნათელი გაგებით იქნა მიღებულ, რომ სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენელ ქალთა ერთობლივი საქმიანობის შედეგად ახალ-ახალი მიმართულებით თანამშრომლობაა შესაძლებელი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)