სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება სამუშაოები ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით და „ჯინიშიანის ხსენების ფონდის“ მიერ დასაფინანსებელი პროექტის: „სამოქალაქო დებატები და გამოსაცდელი ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2018-2019წწ“ ღონისძებების განხორციელბის მიმართულებით. „ჯინიშიანის ხსენების ფონდის“ წინამდებარე პროექტის კოორდინატორის, ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით პირველი ეტაპის სემინარ-შეხვედრების შემდეგ მთავარი სამიზნე გახდა აქტივობები და თამაშები. 2019 წლის 20 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ახალგაზრდებისთვის ჯგუფური სამუშაოს მიმართულებით აქტივობა ჩაატარა საგანმანათლებლო პროგრამების შემოქმედებითი ცენტრის კოორდინატორმა, BTU-ს და ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა, თეონა დალაქიშვილმა. აქტივობის მსვლელობისას მონაწილეებმა მოისმინეს ჯგუფური სამუშაოს უნარჩვევების შესახებ, გამოთქვეს აზრი სხვადასხვა იდეისა და მათი განხორციელების გეგმების შესახებ. იმავე პროექტის ფარგლებში, 23 მარტს ჩატარებული აქტოვობის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ესწავლებინათ სწორი ორიენტაცია და პროექტის სწორად დაწერის მეთოდიკა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის იმ დღის სტუმარი იყო ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელი დირექტორი, ISET-ის მოწვეული ლექტორი, თბილიის Google დეველოპერული ჯგუფისა და WomenTechmakers პროგრამის ინიციატორი და ლიდერი, ნინო ნანიტაშვილი. ლექტორმა ახალგაზრდებს დაწვრილებით აუხსნა პროექტის დაწერის და მისი წარმატებით განხორციელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები და გადაწყვიტეს გააკეთონ პროექტის დაწერის მცდელობები.
|