სიახლეები
|
2019 წლის 4 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგ საკათედრო ეკლესიაში, სულიერი მწყემსის მოადგილის, მღვდელის, კირაკოს სიმონიანის თავმჯდომარეობით და დიაკვნების დასის მონაწილეობით ჩატარდა პანაშვიდის ცერემონია 2016წ. აპრილში აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული ოთხდღიანი ომის პერიოდში დაღუპული გმირების, ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ცერემონიის დროს ტერ კირაკოსმა წაიკითხა ულმობელი ომის უთანაბრო ბრძოლებში გმირულად დაღუპული გმირი მეომრების სახელები, ლოცვა აღავლინა მათი სულის სიმშვიდისთვის. საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატებმა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, რუბენ სადოიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თანამდებობის პირება სანთლების დანთებით პატივი მიაგეს მამაცი ჯარისკაცების ხსოვნას.
|