ჰოვანეს თუმანიანის დაბადებისა და ბუნ ბარეკენდანისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თბილისში |
19 თებერვალი ღონისძიებებით დატვირთული დღე იყო საქართველოს სომხური თემის ცხოვრებაში. ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღის აღსანიშნავად, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა პარაკლისი, რის შემდეგაც შედგა წიგნების ჩუქების ცერემონიალი.
„კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანაჰიტ ბოსტანჯიანმა სიხარულით აღნიშნა, რომ სულ ერთი წლის წინ ინიცირებულ ერთმანეთისათვის წიგნის ჩუქების ცერემონიალი დღეს იქცა ტრადიციად. შემდგომ ღონისძიება გაგრძელდა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში, სადაც სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის კალენდრით ბუნ ბარეკენდანის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ინიციატივით, საქართველოში სრ საელჩოს ხელშეწობით, „ჰარისის ფესტივალი“ გამართა საქართველოს სომეხ ქალთა კავშირმა „შუშანიკ“, საქართველოს სომეხთა უფლებების დაცვის ასოციაციასა და საქართველოს სომხურ ეროვნულ კონგრესთან თანამშრომლობით. ხალხმა სიამოვნებით უყურა მუსალერელების ჰარისის ფესტივალისადმი მიძღვნილ ვიდეოფილმს. ღონისძიება მიმდინარეობდა ჰარისის მზადების და გამოსვლების პარალელურად. გამომსვლელები - საქართველოს ქალთა „შუსშანიკ“ კავშირის თავმჯდომარე სუსანა ხაჩატურიანი და საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი დამსწრეებს უყვებოდნენ მის მნიშვნელობაზე და აღნიშნეს, რომ ღონისძიება იქცა ჰარისის, როგორც სომხურ ტრადიცული კერძის, მხარდაჭერის მოქმედებად. „ჰარისის ფესტივალს“ ესწრებოდნენ საქართველოში სრ საელჩოს თანამშრომელი ლევონ თორგომიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, მწერალი-თარჯიმანი გივი შახნაზარი, სათემო სტრუქტურების, ინტელიგენციის წარმომადგენლები, მორწმუნეები. ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ხალხს მიულოცა ჰარისის ფესტივალი, მათ უსურვა ძალა და შემართება ბუნ ბარეკენდანის შემდგომი დიდი მაერხვის დღეების რწმენითა და სიყვარულით გასატარებლად. მეუფემ აკურთხა ჰარისა, რომელიც შემდგომ დაურიგდა დამსწრეებს. ღონისძიება დაგვირგვინდა საქართველოს დამსახურებული მსახიობის რობერტ ჰოვანისიანის, 104-ე სკოლის მოსწავლის ლიზა თორასიანის, დიასახლისი სვეტლანა ჰოვსეფიანის წაკითხული ლექსებით და პიანისტების - ესაი აბოვიანის და კარენ მირზოიანის შესრულებებით. |