წმინდა აღდგომის დღესასწაული თბილისში |
მიმდინარე წლის 8 აპრილს სომხურმა სამოციქულო წმინდა ეკლესიამ აღნიშნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მთავარი საკათედრო წმინდა ეჩმიაძინის კალენდრით აღინიშნა აგრეთვე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში. სამცხე ჯავახეთის, ქვემო ქართლის, თბილისისა და ბათუმის ეკლესიებში სათანადოდ აღინიშნა ბრწყინვალე შვიდეულის და წმინდა აღდგომის ყველა ცერემონიალი, ხოლო 7 აპრილს, საღამოს, წირვის შემდეგ თბილისში მოქმედ ორ ეკლესიაში წმინდა გევორგის და წმინდა ეჩმიაძინის ეკლესიების ეზოებში გაიშალა სადღესასწაულო სუფრა და ასობით მორწმუნეს გაუმასპინძლდნენ.
ქრისტიანული სამყაროს ამ მშვენიერ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის წმინდა გევორგ საკათედრო ტაძარში საკვირაო საზეიმო წმინდა ლიტურდგია აღავლინა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ თემის წარმომადგენლები, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, სომეხი მორწმუნეები. რწმენისა და სარწმუნოების თავისუფლება მოქალაქის უფლებათა დაცვის საწინდარია. საქართველოს სომეხი ეროვნების მოქალაქეებს წმინდა აღდგომის დღესასწაული მიულოცა ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ხოლო თბილისის მერი გიგი უგულავა და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს ვიცემდივანი თამარ კინწურაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორის ვან ბაიბურთიანის თანხლებით, ესტუმრნენ სურბ გევორგ საკათედრო ტაძარს და სომეხ მოსახლეობას საზეიომო წირვა-ლოცვისას მიულოცეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ქალაქის მერმა მიმართვაში აღნიშნა, რომ ორი ქრისტიანი ერი - სომხები და ქართველები სიხარულისა თუ განსაცდელის ჟამს გვერდიგვერდ იდგნენ. ისაუბრა რა თბილისის აღშენების საქმეში თბილისელი სომხების წვლილის შესახებ, მერმა აღნიშნა, რომ ის არაა მთავარი, თუ ვინ როდის აღნიშნავს დღესასწაულებს, მთავარი მათი ერთგულებაა იმ ადგილისადმი, სადაც ცხოვრობენ. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დამსწრეთა სახელით მადლობა მოახსენა ქალაქის მერს მოლოცვისათვის და თვითონაც მიულოცა მორწმუნეებს ბზობის დღესასწაული, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდარით აღინიშნა 8 აპრილს. წმინდა აღდგომის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს მოულოცეს არა მარტო ქრისტიანული ეპარქიების ხელმძღვანელებმა, არამედ საქართველოს ისლამური ეპარქიის წინამძღვარმა. წირვა-ლოცვისას წმინდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოველთა სომეხთა პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის მიმართვა - მთელი მსოფლიოს სომეხ ქრისტიანებისადმი წაიკითხა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. |