სტეფანაკერტის მასწავლებლები სტუმრად „ჰაიარტუნში“ |
11 მაისს, სტეფანაკერტის №2 სომხური სკოლის 15 მასწავლებელი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში. არცახის პედაგოგებს დახვდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის სკოლამდელი და საკვირაო სკოლის მასწავლებლები, განათლების განყოფილების პასუხისმგებელი მარი არაქელოვას ხელმძღვანელობით.
საკვირაო სკოლის პედაგოგების როზა ზოჰრაბიანის, თამარა გაბოიანის, ლალა გევორგიანის, ევგენია მარკოსიანის და ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდების კავშირის წევრთა თანხლებით სტუმრებმა მოინახულეს ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, წმინდა გევორგ ეკლესია, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქართული ისტორიულ ქალაქი მცხეთა, დაათვალიერეს ჯვარი, სვეტისცხოველი. სტეფანაკერტის პედაგოგების შემდეგი ვიზიტი იყო დავთიანების ოჯახის თოჯინების თეატრში: აქ მათ არა მხოლოდ დაინახეს უდროოდ გარდაცვლილი ოსტატის გარი დავთიანის ხელნაკეთი ნივთები და ქალბატონი ჟანა დავთიანის შექმნილი თბილისური კოლორიტი, არამედ მოიხიბლნენ ამ ოჯახური თეატრის „მაცხოვრებელ“ თოჯინათა ლამაზი და მომხიბლავი თამაშით. საქართველოს ლამაზი და სტუმართმოყვარე დედაქალაქიდან მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და უამრავი ახალი ნაცნობ-მეგობრებით გამდიდრებული, სტეფანაკერტის № 2 სკოლის მასწავლებლები დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს. |