1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ირანულ II საერთაშორისო კონფერენციაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

706336 297313637052122 1529621848 o

მიმდინარე წლის  27-30 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ინიციატივით (რექტორი სერგო ვარდოსანიძე), "ცივილიზაციათა დიალოგი" პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქართულ-ირანული II საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მართლმადიდებლობისა და ისლამის ღირებულებათა ანალიზს, საქართველოში არსებული რელიგიების მდგომარეობის განხილვას. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში

706318 297313353718817 1661317195 o

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, წინამძღვარის - ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც     ხაზი გაუსვა ტოლერანტობის იმ სულისკვეთებას, რომელიც შექმნილია საქართველოში სხვადასხვა რელიგიებისათვის.

კონფერენციის მონაწილე შორის   დიდი ინტერესი გამოიწვია ისტორიკოსის, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თბილისური ორგანიზაციის თავმჯდომარის ენოქ თადევოსიანის გამოსვლამ, რომელიც მიეძღვნა სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიას.

აღსანიშნავია კონფერენციის მონაწილეთა ინტერესი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც ქართველ ხალხ ისტორიულად ჩამოყალიბებული ტოლერანტობის მოწმობაა და მრავალი საუკუნეების მანძილზე იყო საქართველოში მრავალენოვან კულტურათა განვითარებ ქვაკუთხედი.