ქალთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა საქათველოში სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში |
7 მარტს საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის ინიციატივით, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა საქართველოს სომეხ ქალთა ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება მიეძღვნა ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს. გამოფენილი იყო დაახლოებით ოცი მონაწილე ქალბატონის ხელნაკეთი ნამუშევარი - ნაქარგების, ხალიჩების, გობელენის ნიმუშები, საქორწინო „ტაროსიკები“, ქალის სამკაულები და ა.შ. გამოფენა-გაყიდვა გახსნა ქალთა „შუშანიკ“ კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა. მან წარადგინა 1996 წლიდან საქართველოში მოქმედი ქალთა კავშირის მოღვაწეობა, რომლის ძირითადი მიზანი კვლავაც რჩება სამშობლოს გარეთ მშობლიური ენის შენარჩუნება, ოჯახსა და საზოგადოებაში სომეხი ქალის როლის ამაღლება, სომხური ტრადიციული ჩვევებისა და რიტუალების აღნიშვნა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. გამომსვლელმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დამსწრეებს გადასცა საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თბილი მილოცვები და საუკეთესო სურვილები. |