1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

g04s48fe

სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი ჰასმიკ პოღოსიანი. 22 მარტს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიისჰაიარტუნკულტურის ცენტრში მინისტრი შეხვდა საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა წარადგინა სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის სამდღიანი სამუშაო ვიზიტის დეტალები, მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, უწმინდესსა და უნეტარესთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან მინისტრის შეხვედრებსა და განხილვებს.

მინისტრმა ჰასმიკ პოღოსიანმა ისაუბრა სამდღიანი ვიზიტის შეხვედრების შესახებ, მაღალი შეფასება მისცა კულტურის ყველა სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ სურვილს. მინისტრმა დამსწრეებს გაახსენა იანვარში ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკათა კულტურის მინისტრებს შორის მოწერილი თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის შესახებ, ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს შეეხება სომხური ეკლესიების აღდგენით სამუშაოებსაც. მინისტრმა ისაუბრა ასევე იუნესკო- სპონსორობით საიათ-ნოვას 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით აგვისტოში ჰაღპატში ჩასატარებელი აშუღური სიმღერის ფესტივალის შესახებ და ღონისძიებაში ქართველთა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობას.

შემდეგ სრ კულტურის მინისტრმა უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს, რომლებიც მომავლის სამუშაოთა გეგმებსაც ეხებოდა.

შემაჯამებელ სიტყვაში საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ისაუბრაჰაიარტუნცენტრის მოღვაწეობაზე და ყველა ღონისძიების შესახებ, რომელიც ჩატარდა საქართველოში სრ საელჩოსთან ერთად.

წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა ქალბატონ ჰასმიკ პოღოსიანს, როგორც სრ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს, ცენტრის მხარდაჭერისათვის.

სრ კულტურის მინისტრმა ცენტრს აჩუქა მხატვარ არარატ სარგსიანის ნამუშევარი - „ჯუღას ხაჩქარები“. სრ კულტურის მინისტრს ნამუშევრები აჩუქეს მოქანდაკემ ლევონ ოსიპოვმა და მხატვარმა თენგიზ მიკოიანცმა.

დასასრულს, სტუმრების პატივსაცემად გაიმართა პატარა კონცერტი.