1geo

fb you od

ვიდეოფილმის და წიგნის პრეზენტაცია საქართველოში სომეხთა ეპარქიასთან მოქმედ ცენტრში „ჰაიარტუნ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

film

4 ივნისს, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის ინიციატივით, საქართველოში სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა სრ მწერალთა და მხატვართა კავშირების წევრის, თბილისში დაბადებული

და ერევანში მცხოვრები გრიგორ ჰარუთიუნიანის „მწერლები, ბედისწერები და მუzები“ ფილმის პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ „ჯაკო“ სპორტულ რადიოგადაცემათა მთავარი დირექტორი, სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი, მისი მეუღლე, საქართველოში ქართველ და ებრაელ ქალთა მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე ევა ბაბალაშვილი, ვიდეოფილმის ავტორი გრიგორ ჰარუთიუნიანი და სხვები.

ღონისძიება გახსნა მწერალმა და მუსიკოსმა არტემ კირაკოზოვმა (გრიგორენცმა). მან წარადგინა გრიგორ ჰარუთიუნიანი, რომელიც დაიბადა თბილისში და დაამთავრა თბილისის 66-ე რუსული სკოლა, შემდეგ ის ცხოვრობდა რუსეთში, მერე - ერევანში. გრიგორ ჰარუთიუნიანმა აირჩია სამედიცინო სფერო, მაგრამ თავი მიუძღვნა ლიტერატურასა და ხელოვნებას. იგი უკვე რამოდენიმე wignis ავტორია, რომელთა უმრავლესობას იგი უძღვნის საქართველოსა და თბილისს. ავტორის აღნიშნულ „მწერლები, ბედისწერები და მუზები“ წიგნშიც აღწერილია სომეხ და ქართველ მხატვართა ცხოვრება, ეპიზოდები მათი ცხოვრებიდან თბილისსა და ერევანში.

ჯამლეტ ხუხაშვილი მიესალმა ფილმის პრეზენტაციას, სადაც ნიჭიერი პროზაიკოსი წარსდგება ხელოვან-მოქანდაკის როლში, მაღალი შეფასება მისცა ავტორის მოღვაწეობას ხელოვნების სფეროში. მან გაიხსენა თბილისის 66-ე სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც წელს უნდა აღნიშნონ სკოლაში შესვლის 60 წლისთავის იუბილე. ერთი მათგანია აღნიშნული ვიდეოფილმისა და წიგნის ავტორი გრიგორ ჰარუთიუნიანი.

ხელოვნებათმცოდნე დავით ანდრიაძე მიესალმა ფილმისა და წიგნის პრეზენტაციას, ისაუბრა შთაბეჭდილებებზე, რომელიც მიიღო მან მინას ავეტისიანისადმი მიძღვნილი ვიდეოფილმის გადაღების დროს ერევანში მუშაობისას, თუ როგორ აღმოაჩინა მან მრავალი უცხო სახე და საინტერესო ეპიზოდი და დასძინა რომ მალე გამოქვეყნდება მისი წიგნი "ჩემი მონოლოგი". წიგნი ეძღვნება თბილისურ ფერწერას - ჰაკობ ჰოვნათანიადან გაიანე ხაჩატრიანამდე.

შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი „ სტრასტნაია იკონა“, გრიგორ ჰარუთიუნიანმა ისაუბრა ვიდეოფილმის გადაღების ინტერესსა და მოტივაციაზე.

ყველა  გამომსვლელმა გამოხატ თავისი შეხედულებები ფილმის შესახებ. ავტორმა დამსწრეებს დაურიგა წიგნები.