ჯავახეთის უდედმამო ბავშვების მხარდაჭერა |
სდფ (სომეხთა დახმარების ფონდი ) ჩამოყალიბდა 1988 წელს, აშშ სომხური აღმოსავლური ეპარქიის წინამძღვრის არქიეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანის კურთხევითა და უშუალო მხარდაჭერით, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ხალხისთვის გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით. ამჟამად სდფ დაკავებულია ჰუმანიტარული დახმარებით, სოციალური და ეკონომიკური დახმარების განვითარებითა და საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერით. სომეხთა დახმარების ფონდის CASP პროგრამა მიზნად ისახავს ობოლი ბავშვებისათვის სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენას. იგი მოღვაწეობს როგორც სომხეთსა და არცახში, ასევე ჯავახეთში. პროგრამა დაიწყო ახალქალაქით და გავრცელდა რეგიონის სოფლებში, პროგრამაში ჩართულია 76 ბავშვი, რომლებიც ამ დახმარების წყალობით აგვარებენ ზოგიერთ სოციალურ და საყოფაცხოვრებო პრობლემას. უკვე 10 წელია, რაც აღნიშნულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გააფართოვა მისი მოღვაწეობის ფარგლები და დახმარების ხელი გაუწოდა ჯავახეთში დაბადებულ იმ ბავშვებს, რომლებმაც იწვნიეს ობლობის სიმწარე. დღეს ბავშვებმა ლოცვებში გაიხსენეს მათი მფარველები, პროგრამის ორგანიზატორები და ყველა ის ადამიანი, ვინც შორს - ამერიკის შეერთებული შტატებში, ცხოვრობს, და არ ივიწყებს თავისი ალალი შრომით მოპოვებულიდან ობოლი ბავშვებისათვის წილის გამოყოფას. ეპარქიალურმა ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა ეკლესიაში შეკრებილების სახელით მადლობა მოახსენა აშშ აღმოსავლური ეპარქიის წინამძღვარს არქიეპისკოპოს ხაჟაკ პარსამიანს, ამერიკის სდფ-ის ოფისის გამგე-დირექტორს ბატონ გარნიკ ნანაგულიანს, სდფ-ს სომხეთის ოფისის კოორდინატორს ედიკ კარაპეტიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს ამ პატრიოტული საქმის განხორციელებისათვის.
|