თბილისში გაიხსნა ერევნის სკვერი |
ოფიციალური ვიზიტით თბილისში მყოფი ერევნის მერიის დელეგაცია 16 დეკემბერს ეწვია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს და ყვავილებით შეამკო ერის დიდებულთა საფლავები. პანთეონში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის წინამძღოლობით და სამღვდელოების მონაწილეობით შესრულდა პანაშვიდი. სასულიერო მღვდელთმსახურება შუადღისას ავლაბრის უბანში გაიმართა სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის მიმდებარე სკვერის საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და ერევნის მერი ტარონ მარგარიანი. ღონისძიება გახსნა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. ბატონმა გიგიმ მადლერების სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს, მერიის ინიციატივის მხარდაჭერისათვის ერევნის მერმა ტარონ მარგარიანი სიმბოლური უწოდა იმას, რომ ერევნის სახელწოდებით ეს პატარა სკვერი მდებარეობს თბილისს სომხებით დასახლებულ ავლაბრის უბანში, სომხურ სამოციქულო ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა ღვთის საჩუქარი უწოდა სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას, თაობები კი ვალდებულნი არიან შეინარჩუნონ და განავითარონ ის. თბილისში ერევნის სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, ორი საუკუნოვანი მეგობარი ქალაქისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსი წაიკითხა პოეტმა-მთარგმნელ ახალადგახსნილი ერევნის სკვერი გახდება თვალწარმტაცი თბილისის ერთ-ერთი მყუდრო დასვენების ადგილი.
|