1geo

fb you od

ბენიკ სეირანიანი სახე - მიმართული მარადისობისკენ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

benik-Seyranyan

12 დეკემბერსსაქართველოს სომეხთა ეპარქიის ნინოწმინდის რაფაელ ჯავახქის სახელობის ახალადგახსნილ კულტურის ცენტრის დარბაზში აღინიშნა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ბენიკ სეირანიანის დაბადების 100 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ რაიონის ინტელიგენციის წარმომადგენლები: მწერლები, პედაგოგები, ჟურნალისტები, ბიბლიოთეკარები. ადგილობრივი „სურბ სარგის“ ეკლესიის სულიერი მოძღვრის მღვდელ არმაშ პოღოსიანის კურთხევის სიტყვის შემდეგ სიტყვით გამოვიდა საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, რომელმაც ისაუბრა ცნობილი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ნამდვილი თბილისელის განვლილ გზაზე, მეგობართა წრეში მის ხიბლსა და მის მშვენიერ ოჯახზე. ბენიკ სეირანიანის კალამს ეკუთვნის 40-ზე მეტი სომხურ, ქართულ და სხვა ენებზე გამოცემული წიგნი. ბენიკ სეირანიანი იყო არა მხოლოდ მწერალი, არამედ საზოგადო მოღვაწე - საქართველოს მწერალთა კავშირის სომხური სექციის თავმჯდომარე, აღნიშნული სექციის ალმანახის რედაქტორი, საიათნოვას „ვარდატონის“, „გაზაფხული გაზაფხულში“ ფესტივალის ორგანიზატორი და წამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი.

ვერნატუნ“ ალმანახიც და „კამურჯიც“ სამართალმემკვიდრეებია ჩვენი თანამედროვე კლასიკოსის დაუზარელი მოღვაწეობისა. ზუსტად მისი გზით დადის დღეს საქართველოს უკლებლივ ყველა სომეხი მწერალი“, - დაასრულა ჟორა სნხჩიანმა.

ღონისძიების მსვლელობისას გამოვიდნენ ისინი, ვინც პირადად იცნობდა მწერალს, და ისინიც, ვინც მწერალს იცნობდა მისი ნაწარმოებებიდან, გაზეთ „ვრასტანიდან“.

ღონისძიების დასასრულს, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის უკვდავების ნიშნად, წიგნები აჩუქეს საჯარო ბიბლიოთეკებს. მკითხველმა მიიღო ახლახანს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის შუამდგომლობით და გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დაწესებულების სახსრებით გამოქვეყნებული ჰოვანეს მარიკიანისა და სერგეი არაქელიანის წიგნები. „ვერნატუნ“ კავშირის ჯავახეთის სექციის თავმჯდომარემ ალბერტ ისოიანმა საბიბლიოთეკო სისტემას აჩუქა ბოლო წლებში გამოქვეყნებული წიგნები.

ღონისძიება დაამშვენეს ბ.სეირანიანის, ა.ისოიანის, ს.არაქელიანის და ჰ.მარიკიანის წიგნებიდან წაკითხულმა ნაწყვეტებმა და ლექსებმა. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზებას მხარი დაუჭირეს ნინოწმინდის საბიბლიოთეკო სისტემის (დირექტორი: ცოღიკ ხაჩატრიანი) და მოსწავლე ახალგაზრდობის „არევიკ“ კულტურის ცენტრის (დირექტორი: ასტღიკ დარბინიანი) თანამშრომლებმა.

სათიკ მკრტჩიან

 

S1 s2 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)