ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა მეგობრული ვიზიტი საქართველოს სომეხთა ეპარქიის «ჰაიარტუნ“ ცენტრში |
მიმდინარე წლის 1 თებერვალს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი, რუბრიკით „მეგობრული ვიზიტი", და მიეძღვნა დიდი კომპოზიტორის დაბადების 110 წლისთავს. კონცერტი „ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერითა და თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის მე-10 ხელოვნების სკოლასთან თანამშრომლობით, ინიცირებული იყო საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის მიერ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოში სრ ელჩის მოადგილე ვაჰაგნ აფიანი, მეუღლესთან ერთად, მე-10 ხელოვნების სკოლის ვეტერანი მასწავლებლები, ცნობილი მუსიკოსები, ხელოვანები, მშობლები, მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებულე ღონისძიება გახსნა საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა. მე-10 ხელოვნების სკოლის დირექტორმა ტარიელ ბერაძემ მადლიერების სიტყვით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორებს და ხაზი გაუსვა მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის - არამ ხაჩატურიანის, სახელის ტარების სიამაყესა და პასუხისმგებლობას სკოლის მოწაფეებმა ელენე გადრანმა, ლიკა ბაქრაძემ, სალომე მერაბიშვილმა, მარიამ მაცკომ, ნანა უსტარიშვილმა, დეა ცქიტიშვილმა, ანა ქოჩარიანმა, მერაბ სეფაშვილმა, მარიამ მამფორიამ, დავით აკოფოვმა,მილენა ჯალალბეკოვა ბრწყინვალედ შეასრულეს კომიტასის, არნო ბაბაჯანიანის, გიორგი ცაბაძის, გია ყანჩელის,ლისტის, კორსაკოვის ნაწარმოებები, დაიმსახურეს აუდიტორიის ოვაციები და მასწავლებლების - მეჰრაბიანის, ბანდურას, ბერაძის, ჭელიძის, გალიჩიანის, ესიტაშვილის, მირზაშვილის,დანე მსგავს მეგობრულ ვიზიტს მიესალმა აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებული მუსიკოსი ესაი აბოვიანი, ჟანა დავთიანმა კი, რომელმაც ნახევარი საუკუნის წინ აღნიშნულ სკოლაში მუსიკის გაკვეთილები გაიარა, მადლიერების სიტყვით მიმართა ასეთი ღონისძიების ორგანიზებისათვის და ქედი მოიხარა სკოლის ხანდაზმული მასწავლებლის, პიანისტ ივეტა მეჰრაბიანის წინაშე. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სახელით ყველა მონაწილეს დაურიგდა „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები.
|