1geo

fb you od

რელიგიური თემების ლიდერების შეხვედრა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ekumenik

2014 წლს 25 თებერვალს სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიაში შედგა რელიგიური საბჭოს ლიდერთა შეხვა, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი მისი ყოვლადუსამღვდელოესობეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, საქართველოს ევნაგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის წინამძღოლი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი  ჰანს-იოახიმ კიდერლენი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის პრეზიდენტი ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი და საქართველოევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა მალხაზ სონღულაშვილი.

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც კავშირდება საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმს, და ასევე რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს საკითხები.

რელიგიურმა ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რეკომენდაციებით მიმართონ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, იმ პირთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უხელმძღვანელოს სააგენტოს, აგრეთვე მიმართონ საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, რომ განიხილოს ყველა იმ რელიგიური ორგანიზაციისათვის, რომლებსაც მიეყენა ზიანი, პროპორციულობის პრინციპის დაცვით, თანხების პროპორციულგამოყოფის საკითხი.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)