„კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის საჩუქრები დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს |
„კეთილი სამარიელი“ არასამთავრობო ორგანიზაციამ მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში. ამა წლის 2 აპრილს ხურვალეთში ჩავიდნენ საქართველოში „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენელი კარენ ერიციანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის გადამღები ჯგუფი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა კავშირის წევრები ირინა ჯეირანაშვილი, ხათუნა ლომჯარია და ანი პარანიცევა. მათ ბავშვებს ჩაუტანეს შორეულ ევროპაში მცხოვრები ბავშვების გულის სითბოთი და თითების სინაზით მომზადებული საჩუქრები თანატოლებისათვის. მშობლიური სახლებიდან აყრილმა და ამჟამად ხურვალეთში დამკვიდრებულმა 130-მა ბავშვმა სიხარულით მიიღო შორეული მეგობრების საჩუქრები, თვითონ კი სამაგიეროდ სიყვარული და მადლიერება გამოუცხადეს ევროპელ ბავშვებსა და „კეთილი სამარიელი“ ორგანიზაციის წარმომადგენლობას ხურვალეთის დასახლების ყოველი ბავშვისათვის ეს დღე იქცა მხიარულ და დაუვიწყარ დღედ.
|