ხარების დღესასწაულის სიურპრიზი ჯავახეთში |
7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის ინიციატივითა და კურთხევით, ჯავახეთის ყველა მოქმედ ეკლესიაში ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება. საზეიმო დღის წირვა-ლოცვა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიაში აღავლინა მღვდელმა ტათევ მარუქიანმა. 7 აპრილს დედისა და სილამაზის დღეს ჯავახეთის საერთო ეპარქიალურმა ვიკარიატმა ლამაზი სიურპრიზი მოუმზადა ახალქალაქის რაიონული სამშობიაროს თანამშრომელ ქალბატონებსა და ამ დღის დედებს. მღვდელმა ტათევ მარუქიანმა პირადად მიულოცა მშობიარეებსა და ექიმებს, მათ უბოძა ვარდები და „საბავშვო ბიბლიები“. მღვდელმა მაღალი შეფასება მისცა სამშობიაროს თანამშრომელთა მიერ გაწეულ სამუშაოს, და აღნიშნა: „აქედან იწყება სიცოცხლე და თქვენ ის ერთგულები ხართ, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს“. სომხური სამოციქულო ეკლესიის ამ პატარა ყურადღებამ სიხარული და ბედნიერება მიანიჭა დამსწრეებს. საზეიმო დღის დასასრულს ჯავახეთის რეზიდენციის დარბაზში საკვირაო სკოლის აღსაზრდელები ხოტბას ასხამდნენ სომეხ დედებს. საკვირაო სკოლის დირექტორის ზარუჰი ბარბარიანის დაახლოებით 80-მა აღსაზრდელმა ორიგინალური საღამო მოუწყო თავიანთ დედებს. ყოველი წლის 7 აპრილს სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია აღნიშნავს წმიდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს. ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა გარეგინ მეორემ ეს დღე გამოაცხადა დედისა და დედობის სიხარულის მოლოდინში მყოფ ქალთა კურთხევის დღედ.
|