ბედნიერი აღდგომის მხიარული დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღში |
19 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ზეიმი, მიძღვნილი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებული აღდგომისადმი. დღის საიდუმლოს სათანადოდ იყო მორთული არა მხოლოდ დარბაზი, არამედ გამოიჩეოდნენ ბავშვები - მათი ჩაცმულობით. დარბაზში ადგილები ეკავათ სასულიერო პირებს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებს, მშობლებსა და სტუმრებს. ზეიმი დაიწყო „მამაო ჩვენოს“ ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის კეთილი სურვილებით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების გამგე და „სურბ მოვსეს ხორენაცის“ სახელობის საბავშვო ბაღის პასუხისმგებელი ევგენია მარკოსიანი მიესალმა და მიულოცა დამსწრეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და სცენა დაუთმო პატარებს. შემდეგ ერთმანეთს მოჰყვა ბავშვების ლამაზი მხატვრული კითხვა. მათი, სათქმელის ღრმა ცოდნით და დამაჯერებელი გამოსვლები იმსახურებდნენ მაყურებლის მხურვალე ოვაციებს. აშკარა იყო , რომ სკოლამდელი დაწესებულების აღსაზრდელთათვის სიახლე არ იყო „მამაო ჩვენო“, იესოს ჯვარცმისა და აღდგომის ბიბლიური ისტორიები. ღონისძიება გაჟღენთილი იყო ეროვნულის შენარჩუნებისკენ ორიენტირებული ელემენტებით. სომხური ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ლამაზი შესრულებები დასტური იყო იმისა, რომ ამ პატარების სულში უკვე ჩადებულია ეროვნული თვისებები. მწერალმა, თარჯიმანმა ანაჰიტ ბოსტანჯიანმა მიულოცა საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ბრწყინვალე ზეიმის ორგანიზებისათვის საერთო ჯამში საბავშვო ბაღის გაწეულ სამუშაოსა და განსაკუთრებით ამ ლამაზი ღონისძიებისათვის, მშობლების სახელით მადლობა გადაიხადა მშობელმა ანჟელა ხაჩატრიან-მარგარ ღონისძიების ბოლოს კურთხევის და მადლიერების სიტყვა წარმოსთქვა ეპარქიის ლიდერმა, მაღალი შეფასება მისცა საბავშვო ბაღის გამგეს ევგენია მარკოსიანს, პედაგოგებს ლალა გევორგიანს, ნარინე ღუშჩიანს, ლუსინე პოღოსიანს, სამხატვრო ხელმძღვანელს პაველ ოგანეზოვსა და ოვანეს შაჰნაზარიანს ლამაზად გაფორმებულ, გემოვნებით მორთულ დარბაზში ასეთივე ლამაზი ზეიმისათვის. მისი ყოვლადუსამღვდელო
|