1geo

fb you od

„აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

IMGP508ddd3

19 აპრილს, საღამოს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში „ჭრაგალუიცის“ წმიდა წირვამდე თბილისის 103 სკოლის სომხური სექტორის (სასწავლო ნაწილის გამგე: ჰასმიკ პაპიკიანი) მოსწავლეებმა ჩაატარეს „წმიდა აღდგომა“ ლიტერატურულ-მუსიკალური მონტაჟი. ღონისძიებაში მონაწილეობდა რუსული განყოფილების ეთნიკურად სომეხი პირველიდან მეოთხე კლასის 15 მოსწავლე, რომლებიც მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდნენ სომხურ განყოფილებაში და მასწავლებლების მხარდაჭერით სწავლობენ სომხურ ენას. ღონისძიების ორგანიზატორის, სომხური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გაიანე მხითარიანი იდეით, ამ მოსწავლეთა პირველი დამოუკიდებელი გამოსვლა მშობლიურ ენაზე, როგორც ნათლობა, გაიმართა ეკლესიის თაღებს ქვეშ. ეკლესიაში, სამღვდელოების წარმომადგენლები, შეკრებილი მორწმუნეები, მშობლები, სტუმრები გახდნენ მოსწავლეების ლამაზი დეკლამაციისა და სიმღერის მსმენელნი.

ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წმიდა აღდგომას, მოიცავდა ქრისტეს დაბადებიდან ჯვარცმამდე განვლილი გზიდან მხატვრული ეპიზოდებიჩვენებას.

ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მან მაღალი შეფასება მისცა მასწავლებლების საქმიანობას, ბავშვების აღზრდისა და მათი სომხური სულისკვეთებით აღზრდის მიმართულებით. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ დამსწრეებს მოუწოდა ბავშვები არ მოაცილონ ფესვებს, მათ სომხური განათლება მისცენ და ახლოს იყონ ეკლესიასთან.

ლიტერატურულ- მუსიკალური მონტაჟი მონაწილეებს დაურიგდათ „კეთილი სამარიელი“ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის საჩუქრები.

IMGP5067 IMGP5070 IMGP5064 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)