1geo

fb you od

ნინოწმინდაში გაიხსნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

ninocminda

23 აპრილს ნინოწმინდის „სურბ სარგის“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძოლობით, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით აღევლინა პარაკლისი, რომელიც მიეძღვნა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას. საეკლესიო ცერემონიის შემდგომ პროცესია დაიძრა კულტურის სასახლის მოედნისკენ. აქ დაიდგა სომეხთა დიდი გენოციდის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომელიც მომზადდა ადგილობრივი მოქანდაკის არამ ღარსლიანის მიერ, სომეხი ერის პატიოსანი შვილების - არმენ ღარსლიანის, მარტუნ მკოიანის, თათულ ღარსლიანის, ენზელ მკოიანის ქველმოქმედებით.

მემორიალის გახსნის და კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხი დეპუტატები, საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რაიონის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელები, საქართველოს სომხური სათვისტომოს სტრუქტურათა ხელმძღვანელები, სტუმრები ერევნიდან, თბილისიდან, ჯავახეთის სხვადასხვა რაიონებიდან და სოფლებიდან.

ღონისძიების ორგანიზატორის, რაიონის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის და ადგილობრივი რაფაელ ღარსლიან (ჯავახ) ცენტრის დირექტორის გევორგ სნხჩიანის სიტყვის შემდეგ, მემორიალი გახსნეს საქართველოში სრ საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა და რუსეთში მცხოვრებმა ქველმოქმედმა არმენ ღარსლიანმა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანისა და სამღვდელოების მონაწილეობით ჩატარდა მემორიალის კურთხევის წესი.

ყველა გამომსვლელმა დაგმო გენოციდი, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და მოსარჩელის რისხვით ცივილიზებულ სამყაროს მოუწოდა სომეხთა გენოციდი აღიარებ.

ღონისძიების დროს ნინოწმინდის მუსიკალური სკოლისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეების მიერ შესრულდა სიმღერები (კონცერტმაისტერი: ირინა ღარსლიანი) . ღონისძიება ასრულდა სიმღერით „წიწერნაკაბერდ“, რომლის სიტყვებისა და მუსიკის ავტორია გევორგ სნხჩიანი. სულიერი მამების ლოცვის თანხლებით, დამსწრეებმა ყვავილებით შემაკეს მემორიალი.

 

1538639 629194273829623 15500996272397455 n 10155929 629188570496860 1873924778398087253 n 10250290 629188973830153 3425587459177898767 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)