„სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები გახდებიან თბილისის 104-ე სომხური სკოლის მოსწავლეები |
საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში მოქმედ „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის 16 აღსაზრდელთაგან რვა სწავლას გააგრძელებს სომხურ სკოლაში, კერძოდ, თბილისის 104-ე საჯარო სკოლაში. ამა წლის 7 მაისს საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების პასუხისმგებლის, „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის გამგის ევგენია მარკოსიანის, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორის, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორის ლევონ ჩიდილიანის წინამძღოლობით და მშობლების თანხლებით საბავშვო ბაღის 8 აღსაზრდელი ეწვია დედაქალაქის 104-ე საჯარო სკოლას. სკოლის დირექტორის სამუშაო ოთახში ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს გასაუბრებაში, რომლის დროსაც მომავალმა პირველკლასელებმა წარმოაჩინეს სათანადო ცოდნა, როგორც მშობლიურ ენაში, ასევე არითმეტიკასა და ქრისტიანული აღზრდის დაწყებით უნარებში. სკოლის დირექტორმა ირინა ჟამკოჩიანმა გამოხატა კმაყოფილება და საბავშვო ბაღის გამგეს გულწრფელი მადლობა გადაუხადა სკოლაში ასეთი მომზადებული ბავშვების გაგზავნისათვის. საბავშვო ბაღის გამგის მიერ წინასწარ მომზადებული დოკუმენტაციისა და მშობლების განცხადებების საფუძველზე, სკოლამდელი დაწესებულების 8 აღსაზრდელი 2014-2015 სასწავლო წელს დაიწყებს 104-ე სკოლის პირველკლასელად. მხარეები ორმხრივად შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას თბილისში სომეხი ბავშვების აღზრდისა და სომხური განათლების მიცემის მიმართულებით.
|