1geo

fb you od

ეროვნული სიმღერისა და ცეკვის კონცერტი ბათუმში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

batumi

2014 წლის 11 მაისს ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ( წმინდა მაცხოვრის) ეკლესიამ აჭარის სომეხი მოსახლეობის სულიერი მოძღვრის მღვდელ არარატ გუმბალიანის ორგანიზებით, უმასპინძლა სომხეთის სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის „სასუნ“ ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს. საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობის შემდეგ „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის ეზოში ანსამბლმა წარმოადგინა სომხური ხალხური ცეკვები და ეროვნული სიმღერები ცოცხალი შესრულებით.

ადგილობრივმა საზოგადოებამ სიამოვნება მიიღო ღია ცის ქვეშ ჩატარებულიკონცერტით, ენთუზიაზმითა და ოვაციებით გაამხნევა შემსრულებლები. ეს კონცერტი კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო სამშობლოსთან, ეროვნულ სიმღერასა და ცეკვასთან , ისტორიულ ფესვებთან შეხების.

მამა არარატმა „სასუნ“ ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს დიაკვან ანდრანიკ მანუკიანსა და კულტურის უნივერსიტეტის პროფესორ ანაჰიტ ხეჩუმიანს გადასცა სიგელები.

10333391 544697548980395 8823654026249202469 o 10339349 544697308980419 2066161223083443472 o 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)