1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის “ჰაიარტუნ” ცენტრში გათამაშდა ტიგრან პეტროსიანის სახელობის თასი ჭადრაკში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

shaxmat

მსოფლიო ჩემპიონის ტიგრან პეტროსიანის სახელს ატარებდა ჭადრაკის თასის ტურნირი, რომელიც ჩატარდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხთა განყოფილების ინიციატივით, “ჰაიარტუნ” ცენტრის მხარდაჭერით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორობით. ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელის ვალერი ბადალიანის, ცენტრის ტიგრან პეტროსიანის სახელობის ჭადრაკის წრის მასწავლებლის გიორგი ბაღათუროვისა და განყოფილების სხვა თანამშრომელთა ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, 20-21 მაისს გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში დაიწყო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის სხვადასხვა სკოლების, თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და “ჰაიარტუნ” ცენტრის სხვადასხვა ასაკის ჭადრაკის მოყვარული ახალგაზრდები. განაცხადი წარადგინა 18-მა მონაწილემ.

მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ მიქაძე, მან პატივი მიაგო თბილისელი ცნობილი მოჭადრაკის ტიგრან პეტროსიანის ხსოვნას, ხაზი გაუსვა იმას, რომ თბილისში დიდი მოჭადრაკის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარებულა, მაგრამ თასის გათამაშება არ მოწყობილა. ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა “ჰაიარტუნ” ცენტრის, ტიგრან პეტროსიანის სახელობის თასის გათამაშების ტურნირის ჩატარების, ინიციატივას.

შესაბამისი წილისყრის შემდეგ გამოვლენილმა ოთხმა ჯგუფმა დაიწყო შეჯიბრი. ტურნირის პირველ დღეს ნახევარფინალში გავიდა 2 მონაწილე – თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ კაჭკაჭიშვილი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი არმენ ვარდანიანი.

ტურნირის მეორე დღეს - 21 მაისს ნახევარფინალში შეხვდნენ თბილისის ჭადრაკის სასახლის აღსაზრდელები გიორგი შაიშმელაშვილი და ანა მაჭავარიანი. ფინალში კი საინტერესო და დაძაბული ბრძოლა გაიმართა მარიამ კაჭკაჭაშვილსა და არმენ ვარდანიანს შორის. “ჰაიარტუნ”ცენტრის ტიგრან პეტროსიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა სტუდენტი არმენ ვარდანიანი.
მონაწილეებს მიულოცეს, გამარჯვებულებს კი საზეიმო პირობებში გადაეცათ მედლები, პირველი ადგილის მფლობელს - ტიგრან პეტროსიანის სახელობის “ჰაიარტუნ”ცენტრის თასი და საჩუქრები.
მონაწილეთა თხოვნით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობის პარტნიორობის მზაობით, გადაწყდა ტურნირს მიეცეს ტრადიციული სახე, შეჯიბრის ფორმატის შეცვლით.

 

IMGP7772 IMGP7836 IMGP7837 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)