1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში გაიხსნა ჯავახეთის ეკლესიების ეტიუდურ ნამუშევართა გამოფენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

akhalcikhe

ორი წლის წინ ჯავახეთში დამკვიდრებული ახალგაზრდა მხატვრის არმან თოროსიანისა და მისი კოლეგის ჰრაჩია საფარიანის მიერ შესრულდა ამ უნიკალურ მხარეში მოქმედი 33 სომხური ეკლესიის გამოსახულებით ეტიუდური ნამუშევრები, რომლებიც გამოიფინა ჯერ ახალქალაქში, შემდეგ ნინოწმინდაში.

საქართველოს სომ მხატვართა კავშირის ინიციატივით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის მხარდაჭერით, „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა აღნიშნულ შემოქმედთა გამოფენა, რუბრიკით - „ჯავახეთის მხარე მისი ეკლესიებით“, რომლ გახსნას ესწრებოდნენ სომეხი და ქართველი მხატვრები, სტუმრები ჯავახეთიდან, ერევნიდან და სომხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებიდან, ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობა.

გამოფენის გახსნის სიტყვაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა, ყურადღება გაამახვილა სომხური კულტურულ და სულიერ ფასეულობებს საზოგადოებისათვის გაცნობის ახალგაზრდა ხელოვანთა სანაქებო მუშაობას, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის ფერწერული სკოლის მიდგომას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისური ფერწერული სკოლის სტილისაგან.

ახალგაზრდა მხატვართა პირველ პერსონალურ გამოფენასთან დაკავშირებით მათი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები გამოხატეს მხატვრებმა ჯიოვანი ვეფხვაძემ, ლევ ოსიპოვმა, ერევნიდან ჩამოსულმა ისტორიკოსმა კარენ მათევოსიანმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვებმა. მხატვარ - მოქანდაკეებმა არმან თოროსიანმა და ჰრაჩია საფარიანმა მადლობა გადაუხადეს ყველას, ვისი მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული გამოფენის საზოგადოებისათვი მესამედ წარდგენა. არმან თოროსიანმა აღნიშნა, რომ მათ მიიღეს აღნიშნულ ნამუშევართა ერევანში გამოფენის მოწვევა.

ღონისძიება დაასრულა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წინამძღვარმა მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა შემოქმედთა ერთგულებას სომხურ ეკლესიათა პოპულარიზაციის საქმისადმი, მისმა უსამღვდელოესობამ იმედი გამოთქვა, რომ ჯავახეთის დანგრეულ ეკლესიებსაც ექნებათ მოქმედ ეკლესიათა რიგში ყოფნის შესაძლებლობა.

გამოფენის გახსნის ცერემონია დაამშვენცნობილი პოეტების,არინა კირაკოზოვასა და გარი ღალამქაროვის, სომხეთისა და ჯავახეთის მთებისადმი მიძღვნილი ლექსების დეკლამაციამ.

არმან თოროსიანისა და ჰრაჩია საფარიანის პერსონალური გამოფენა, რუბრიკით - „ჯავახეთის მხარე მისი ეკლესიებით“, გაგრძელდება 22 ივნისამდე.

IMGP0026 IMGP0073 IMGP0075 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)