1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა ჯვართამაღლების დღესასწაული PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

3333 

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სათანადოდ აღინიშნა სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან ბოლო - ჯვართამაღლება ანუ ჟვრის დიდების დღესასწაული.

14 სექტემბერს ხალხმრავლობა იყო თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში. სადღესასწაულო დღე დაიწყო საღმრთო ლიტურგიით. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. წმინდა წირვის დასასრულს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ქადაგა დღის საიდუმლოზე, შეკრებილებს განუმარტა ტყვეობიდან უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის დაბრუნებისა და გოლგოთაზე აღმართვის შესახებ, აქედანაც ამ დღესასწაულს ეწოდება ჯვართამაღლება ანუ „სრბხეჩ“ (წმინდა ჯვარი). ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა რწმენისა და ჯვრიმნიშვნელობის შესახებ და მოუწოდა რწმენითა და ქრისტიანული მცნებებით ცხოვრებისაკენ.

იმავე დღეს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში შესრულდა ჯვრის ამაღლების დიდების ცერემონია. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა წმინდა ჯვრის სამგლოვიარო სვლა. „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღდელმსახურთა წინამძღოლობით ჯვარი შემოატარეს ეკლესიის გარშემო, და ხალხი დაილოცა ვარდის წყლით, შემდეგ აკურთხეს რეჰანი, რომელიც ჯვრის ყვავილადაა მიჩნეული. ნაკურთხი რეჰანი დაურიგდა მორწმუნეებს.

ჯვართამაღლების დღესასწაული წმინდა ლიტურგიი და საზეიმოდ აღინიშნა სამცხე ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონებსა და სოფლებში, ბათუმში მოქმედ სომხურ ეკლესიებში.

4444 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)