1geo

fb you od

ხაჩატურ ხოსტარიანის შემოქმედებითი სამყარო მინიატურაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Khachatur 

2014 წლ 7 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა თბილისელი სომეხი მინიატურისტის, ცნობილი ოსტატის ხაჩატურ ხოსტარიანი ნამუშევართა პერსონალური გამოფენა, რომელიც ორგანიზებული საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის მიერ, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის მხარდაჭერით.

გამოფენის გახსნას თავისი დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. გამოფენის გახსნას ესწრებოდა ასოციაცია "ფიროსმანის" ხელმძღვანელი ჯემალ გოგიშვილი, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის თანამშრომელი ლალი ლომთათიძე, ხელოვნების მოყვარული საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

გამოფენილ ნამუშევრებს პატარა სივრცე ეკავათ, თუმცა ისინი გამოირჩეოდნენ უნიკალურობით, ექსპონატების სინათლით შექმნილი შთაბეჭდილებით, ასევე სრულყოფილებით.

დამთვალიერებლებს წარედგინა დაახლოებით სამი ათეული მინიატურული ნამუშევარი, რომლებიც ამავდროულად ესთეტიკის განუმეორებელი ნიმუშები იყო.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ლევონ ჩიდილიანი და ხაჩატურ ხოსტარიანი ხელოვნების წარსადგენად სიტყვა გადასცა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს მერუჟან შაუმიანს. შემოქმედებითი წარმოუდგენელი უნარით დაჯილდოებულ ხელოვანს მიმართა რა ქების სიტყვით, მინიატურისტმა შაუმიანმა მაღალი შეფასება მისცა ხოსტარიან-ოსტატის განუმეორებელ ნიჭს, მის ნამუშევართა უნიკალურობას, ხელოვნების სრულყოფილი ნიმუშის დიდი მოთმინებით შექმნის მის მიდგომას.

მრავალი წლის განმავლობაში იგი დაკავებული იყო ჭედურობით, შემთხვევით ლოკოკინას ნიჟარას ფერების მიმზიდველობამ ოსტატი შთააგონა ამ ფერების გამოყენებით და ჰარმონიულობით ლოკოკინას ნიჟარაზე ფერწერული სურათების შესაქმნელად. და აი ერთ ნიჟარას მეორე მოჰყვა, მესამე და შეიქმნა ექსპონატთა მდიდარი სამყარო. ლოკოკინას ნიჟარაზე სკრუპულოზური შრომით შექმნილი გამოსახულებები ოსტატ ხოსტარიანის ჩანაფიქრით ხდება ხელოვნების ნიმუშები, გამოფენაზე წარმოდგენილი შანდლების ანთებული სანთელი კი წარმოაჩენდა ლოკოკინას ნიჟარას ფერწერას - მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ტაძარი, თბილისის სხვადასხვა ხედები, წმინდა სამების ტაძარი, ბუნების სურათები, და ..

ხაჩატურ ხოსტარიანის ზღაპრულ ექსპონატებზე საუბრისას, გამომსველელებმა - ფერმწერმა გოჰარ ჰაკობიანმა, მეთოჯინე ჟანა დავთიანმა, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა, „ფიროსმანის“ ასოციაციისა და სახლ-მუზეუმის წარმომადგენლებმა და სხვებმა ხაზი გაუსვეს ოსტატის მდიდარ ფანტაზიას, მხატვრის პალიტრის ფერების სიმდიდრესა და სურათების ჰარმონია. გააჟღერდა ხაჩატურ ხოსტარიანის ხელოვნების ერევნის ხელოვნების მოყვარული საზოგადოებისთვის წარდგენის წინადადება.

DSC00900 DSC00884 DSC00872 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)