არმენ რონოვის „ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია „ჰაიარტუნ“ ცენტრში |
2014 წლის 23 ნოემბერს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ცნობილი რეჟისორისა და ანიმატორის არმენ რონოვის „ზამთრის ვაშლი“ ფილმის პრეზენტაცია. ფილმის ჩვენებამდე, პრეზენტაციაზე მყოფმა ფილმის რეჟისორმა მადლობა გადაიხადა მისი ფილმის თბილისელი სომეხი აუდიტორიისათვის წარმოდგენის შესაძლებლობისათვის. მან განაცხადა, რომ მის გადაღებულ ფილმებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ხაჩატურ აბოვიანის „სომხეთის ჭრილობა“ რომანის მიხედვით შექმნილ ფილმს „ზამთრის ვაშლი“, რომელიც წარმოდგენილიქნა კანის ფესტივალზე, და ის არის კინემატოგრაფიაში ახალი ჟანრის - ანიმაციის, დოკუმენტურ-რეალი ფილმის ყურების შემდეგ გაიმართა დიალოგი-განხილვა მაყურებელსა და კინორეჟისორს შორის. შეფასდა ფილმის იდეოლოგიური საფუძველი - სომეხი ადამიანის სახე, რომელსაც დევნიან ყველა მხრიდან, მაგრამ ის აგრძელებს ცხოვრებას, შენებას, ქმნას და გამრავლებას, მიუხედავად იმისა, რომ მის შვილს ჯერ კიდევ სძინავს, მოვა ის დღე, როდესაც ბავშვი გაიღვიძებს. სომეხი ხალხი ზამთრის ვაშლია, ვინაიდან მარადიულია ის ერი, რომელსაც შეუძლია განადგურებული ეკლესიების საძირკველზე ახლის აშენება და საგალობლების კვლავ გაჟღერება, ლოცვა მის სასულიერო სახლებში. მიუხედავად იმისა, რომ გაჟღერდა გარკვეული შენიშვნები მაყურებლის მხრიდან, მაგრამ ხაზი გაესვა ფილმის იდეოლოგიას და გადაღების მაღალ დონეს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა ცნობილ რეჟისორს პრეზენტაციაზე დასასწრებად სპეციალურად თბილისში ჩამობრძანებისათვ
|