1geo

fb you od

მხატვრული წრის ღია გაკვეთილი საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC0s1226 

მიმდინარე წლის 27 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარდა მხატვრული კითხვის წრის ღია გაკვეთილი (წრის ხელმძღვანელი: პეტროს ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატულ თეატრის მსახიობი სამველ ელბაკიანი). გაკვეთილი მიეძღვნა შემოდგომას. წელიწადის ამ დროზე მღეროდნენ და მას სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს უძღვნიდნენ სომეხი პოეტები. პედაგოგის დაუზარავი შრომის შედეგად ცამეტმა სომეხმა მოზარდმა დარბაზში შეკრებილებს უბოძა სომხური ლიტერატურის ბრწყინვალე ნაწარმოებების მხატვრული კითხვა.

სომხური და არასომხური სკოლების აღსაზრდელებმა, რომელთაგან ბევრმა სომხური ისწავლა ცენტრის საკვირაო სკოლებში, ბრწყინვალე გამომხატველობით, ზუსტი ინტონაციით, თითოეულ სიტყვსწორი აღქმით გააჟღერეს ვაჰან ტერიანის, ავეტიქ ისაჰაკიანის, ეღიშე ჩარენცის და სხვათა ნაწარმოებები. ბავშვები ლექსებს კითხულობდნენ ფოთოლცვენის თვალსაჩინოების, გამხმარი ფოთლების შრიალისა და შესაბამისი ხალხური მელოდიის თანხლებით. ისინი შფოთვითა და სიღრმისეულად გრძნობდნენ თითოეული ლექსიმნიშვნელობა.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლობა გადაუხადა წრის მონაწილეებსა და ხელმძღვანელს მიზნობრივი სამუშაოს შესრულებისათვის და ისაუბრა სომეხ მოზარდებში მეტყველების განვითარების საჭიროებაზე: ცოცხალი მეტყველება, მდიდარი ლექსიკა და მათი სწორი გამოყენება უნდა გახდეს ჩვენი ენის შენარჩუნების ურღვევი გარანტია,- განაცხადა გამომსვლელმა. პრესისა და ინფორმაციის განყოფილების დირექტორმა სუსანა ხაჩატრიანმა მაღალი შეფასება მისცა წრის წევრების არა მარტო ლამაზ დეკლამაციას, არამედ თითოეული სიტყვის სრულყოფილი აღქმით წაკითხვას, მან იმედი გამოთქვა, რომ სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშვნის დღეებში ეს წრე ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით წარმოადგენს ჩვენი ერის აღორძინებასა და სომეხი ადამიანის სახით მსოფლიოს წინაშე წარდგომას.

ღონისძიების ბოლოს წრის ხელმძღვანელმა სამველ ელბაკიანმა მადლობის სიტყვით მიმართა სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლებ, ჯგუფის წევრებიმშობლებ, მის სულიერ სამყაროსთან ასე ახლო და ძვირფასი საქმისადმი ნდობის გამოხატვისა და მხარდაჭერისათვის. მან იმედი გამოთქვა, რომ მხატვრული კითხვა და ლამაზი დეკლამაცია იქცევა ამ მოზარდების სიკეთისა და ჰუმანიზმის იდეებით აღზრდის განუყოფელ ნაწილად.