სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და მისი თანმხლები დელეგაციის წევრები ეწვივნენ თბილისის სომხურ ეკლესიას |
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 2014 წლის 12 დეკემბერს, სრ სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს. პანთეონის შესასვლელთან სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი, სასულიერო პირებთან ერთად. დელეგაციის წევრებმა ყვავილებით შეამკეს ერის დიდებულთა საფლავები. შესრულდა პანაშვიდი მიცვალებულთა სულის სიმშვიდისათვის. სრ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები გაემართნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიისკენ, რომლის შესასვლელთან მაღალი რანგის სტუმრებს დახვდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელო დედა სამშობლოდან ჩამობრძანებულ სტუმრებს ეპარქიის წინამძღვარმა წარუდგინა უძველესი ეკლესიის ისტორია. სტუმრებმა ეკლესიაში დაანთეს სანთლები, ლოცვა აღავლინეს, ქედი მოიხარეს სომეხთა გენოციდის ხსოვნისადმი ეკლესიის ეზოში დადგმულ ხაჩქართან (ჯვარ-ქვასთან) და ყვევილებით შეამკეს ხაჩქარი, სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს ასევე ეკლესიის ეზოში დაკრძალული დიდი სომეხი ქველმოქმედის ალექსანდრე მანთაშევის საფლავი. პრემიერ-მინისტრმა აბრაჰამიანმა ასევე დაათვალიერა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმა სტუმრებმა მოისმინეს დუდუკისა და დოლის კლასების აღსაზრდელთა შესრულებები. მისმა უსამღვდელოესობამ სტუმრები მიიწვია გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც ორგანიზებული იყო თბილისის ნერსისიანის სკოლის დაარსების 190-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა. პრემიერ-მინისტრსა და მის თანმხლებ მთავრობის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელო სტუმრებს მიესალმა და ჯავახეთის სომხებისათვის საჭირბორორტო საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პარლამენტის ეთნიკურად სომეხმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა. შემდეგ სრ პრემიერ-მინისტრი მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა იმ უდიდეს მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს სომხეთ-არცახ-დიასპორა თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა სრ პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანს სახსოვრად გადასცა თენგიზ მიკოიანცის ფერწერული ტილო - ძველი თბილისის გამოსახულებით. ბოლოს გაუმასპინძლდნენ სტუმრებს, რომლის დროსაც საქართველოს სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა დედა სამშობლოს მაღალი რანგის სტუმრებს წარუდგინეს მათთვის საჭირბოროტო და საინტერესო საკითხები. შეხვედრამ ჩაიარა თბილ ატმოსფერაში.
|