1geo

fb you od

პატარა სერიოჟა ავეტისიანის ხსოვნას პატივი მიაგეს სანთლების დანთებით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

momavarutiun 

მიმდინარე წლის 21 იანვარს, თბილისის „სურბ ეჯმაწინ“ ეკლესიაში შესრულდა პანაშვიდის ცერემონია, სანთლები დაინთო 19 იანვარს გარდაცვლილი 6 თვისსერიოჟაავეტისიანის და 12 იანვარს გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის სხვა წევრების ხსოვნისათვის.

ეკლესიის კედელზე დაიდო პატარა სერიოჟა ავეტისიანის ფოტო და სათამაშოები მოთავსდა. ეკლესიის მსახურმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა პანაშვიდის წესის შემდეგ მიმართა მტირალ ხალხს, მოუწოდა, რომ ინუგეშონ ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნითა და მწუხარება გაუმკლავდნენ ლოცვით.

სიკვდილის კლანჭებში აღმოჩენილი პატარა სერიოჟა შვიდი დღე ებრძოდა სიკვდილს, მისმა სიკვდილმა კვლავ ააფორიაქა საქართველოს სომეხი მოსახლეობა. შეკრებილებმა თითო სანთელი დაანთეს ჩვილისა და ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნისათვის, ლოცვა აღავლინეს და უფალს შეევედრნენ მსგავსი დანაშაულებისაგან გადარჩენისა და დაღუპულთა სულის სიმშვიდისათვის.

გიუმრიში სასტიკად დახოცილი ავეტისიანების ოჯახის წევრების ხსოვნის პანაშვიდის ცერემონია შესრულდა და სანთლები დაინთო ასევე სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ეკლესიები. სანთლები დაინთო ასევე ბათუმ, სომხეთის რესპუბლიკის საკონსულოს შენობასთან.

W8LF0096 10444401 685763691540446 2036679647914406454 n 10928991 685763681540447 9073572716701942084 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)