1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში სურბ სარგისის დღესასწაული აღინიშნა მსვლელობით PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

S.Sargis 

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით აღინიშნება სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის - მარტიროსისა და მათი 14 თანამებრძოლის ხსენების დღე. დღესასწაული მოძრავია, წელს აღინიშნება 31 იანვარს, ენთუზიაზმი კი შეიმჩნევოდა წინასადღესასწაულო ცერემონიის დროს. სურბ სარგისის დღესასწაული ერთ-ერთ უნიკალურ დღესასწაულთაგანია, რომელიც ათი ათასობით არა მხოლოდ სომეხ, არამედ სხვა ეროვნების ახალგაზრდებს აერთიანებს სომეხთა ეკლესიის გარშემო. ასე იყო ასევე წელს.

30 იანვარს, პარასკევს, ტრადიციად ქცეული მსვლელობის ერთგული ახალგაზრდობა შეიკრიბა „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის ეზოში. მომლოცვლელები, სულიერი მამების თანხლებით, სურბ სარგისის ხატითა და საეკლესიო დროშებით, გაემართნენ ხარფუხის უბანში მდებარე უძველეს სურბ სარგისის სამლოცველოსკენ.

მომლოცველებმა - სხვადასხვა ასაკის მორწმუნეებმა, ილოცეს სამლოცველოს ნანგრევებთან, სანთლები დაანთეს, შემდეგ, საგალობლების სიმღერით, მივიდნენ ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში და შეურთდნენ ასობით მოწრმუნეს.

ხალხმრავალ ეკლესიაში შესრულდა წინასადღესასწაულო ღვთისმსახურება. „სურბ ეჯმიაწინ“  ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, სურბ სარგის მხედართმთავარზე, მის ვაჟსა და თანამებრძოლთა წამებაზე ქრისტიანობისათვის. სულიერმა მამამ, სურბ სარგის მხედართმთავრის მფარველობით ახალგაზრდობას უსურვა ბედნიერება, მორწმუნეებს ჯანმრთელობა, საქართველოს, სომხეთსა და არცახ მშვიდობა და კეთილდღეობა.

უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა კატალიკოსის ინიციატივით წმინდა სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია ახალგაზრდების კურთხევის დღედ. საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდა ახალგაზრდების კურთხევის წესი.

სურბ სარგისი ასევე სიყვარულის მფარველია. ხალხური ტრადიციის თანახმად, წინასადღესასწაულო ცერემონიის დასასრულს ახალგაზრდებმა მიიღეს მარილიანი კვერები, რომელსაც უკავშირებენ სასიძოსა და საპატარძლოს დასიზმრებას.

საქართველოს სომეხთა ეპარქია მადლობას უხდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურს, თბილის საქართველოს სომეხ მორწმუნეთა მსვლელობის გაცილებისა და გზის სავალ ნაწილზე მათი მშვიდობიანი მსვლელობის უზრუნველყოფისათვის.

31 იანვარს ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში აღევლინა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია. ლიტურგიის დასასრულს, მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა, ვინც აღავლინა წირვა-ლოცვა, მორწმუნეებს კვლავ შეახსენა სურბ სარგის მხედართმთავრისა და მისი თანამებრძოლების ქრისტიანული რწმენისათვის წამების ისტორია, ისაუბრა დღესასწაულის საიდუმლოზე, მიულოცა ახალგაზრდებს და შეასრულა მათი კურთხევის წესი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში საჭირო დონეზე შესრულდა სურბ სარგის მხედართმთავრის ხსენების დღე და აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

IMGP0065 IMGP0105 IMGP0083 

IMGP0178 IMGP0247  IMGP0002

DSC01622  DSC01619 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)