სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის ხაჩქარი სოფელ ეხტილაში |
2015 წლის 19 აპრილს, ჯავახეთის სოფელ ეხტილაში აღიმართა სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩქარი. ეხტილელები შეიკრიბნენ, რათა ქედი მოეხარათ 1915 წლის ათასობით სომეხი მოწამის ხსოვნის წინაშე. ხაჩქარი აკურთხა სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსმა არქიმანდრიტმა ბაბგენ სალბიანმა, სოფელ ეხტილის სულიერი მოძღვრის მღვდელ თადეოს ტერ-მკრტჩიანის მონაწილეობით. დღე სოფლისათვის ისტორიული იყო. სომეხთა უდიდესი ტრაგედიიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ ჯავახეთის ამ სოფელში აღიმართა დიდებული ხაჩქარი. შემომწირველები ძმები დემურჭიანები არიან. ჯავახეთის ვიკარიუსმა მის სიტყვაში ხაზი გაუსვა ძმების დემურჭიანების პატრიოტულ საქმიანობას, აღნიშნა: „ამ ხაჩქარმა სოფლის სიმაღლიდან თვალი უნდა გვადევნოს ყველას. თვითმიზანი არ არის, რომ ის ჩვენს სოფელში აღიმართა გენოციდის მე-100 წლისთავის წინა დღეებში“. ხაჩქარის გახსნის სანუკვარ ცერემონიას ესწრებოდნენ მაღალი რანგის სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეები, პედაგოგები და სხვა. დასასრულს სოფელ ეხტილის სკოლის მოსწავლეები გამოვიდნენ მხატვრული ღონისძიებით.
|