მეორე მსოფლიო ომის და არცახის საგმირო ბრძოლის მსვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის ცერემონიები |
2015 წლის 8 მაისს, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამძღოლობით, სასულიერო პირთა, ეპარქიის თანაშრომელთა და მორწმუნეთა მონაწილეობით შესრულდა მეორე მსოფლიო ომის და არცახის საგმირო ბრძოლის მსვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოში სრ საელჩოს თავდაცვის ატაშე გარი მურადიანი, საელჩოს მრჩეველი კარენ მელიქიანი და სამხედრო განათლების ყოფილი პედაგოგი კაზბეგ ხაჩატრიანი. ცერემონიის ბოლოს წინამძღვარმა დღის საიდუმლოზე სიტყვაში მოიხსენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები, ვინც თავი შესწირა საბჭოთა სამშობლოს დაცვას, სამშობლოსი, რომლის ნაწილი იყო საბჭოთა სომხეთიც. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და არცახის განმათავისუფლებელ ომში დაღუპულ მებრძოლთა სულების სიმშვიდისათვის ლოცვა აღავლინა, მებრძოლების, რომელთა სისხლის ფასად განთავისუფლდა არცახი და გაძლიერდა სომხეთი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში აჭარის, გურიის, იმერეთის სომეხთა სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა არარატ გუმბალიანმა ჩაატარა პანაშვიდის ცერემონია, რომლის შემდეგ ადგილობრივი მერიის მხარდაჭერით, სულიერი მამა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან ერთად ეწვია ომის ვეტერანებს და საჩუქრები დაურიგა მათ. შემდეგ სრ გენერალური კონსული არამ გრიგორიანი შეხვდა ომის ეთნიკურად სომეხ ვეტერანებს. ქვეყნის მცველის დღეს საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ეკლესიებში შესრულდა მეორე მსოფლიო ომის და სომეხთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ყველა გმირის, არცახის საგმირო ბრძოლის მსვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდის ცერემონიები.
|