1geo

fb you od

"100 წლის შემდეგ: გენოციდი ჩემი თვალებით " - საღამო " ჰაიარტუნ "ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

DSC029801 

სომეხთა გენოციდის 100 წლისთავს მიეძღვნა საღამო, რომელიც გაიმართა "ჰაიარტუნ“ ცენტრში, 2015 წლის 15 მაისს.

"100 წლის შემდეგ: გენოციდი ჩემი თვალებით " ღონისძიების ინიციატორი ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილება იყო და განხორციელდა ცენტრის მხარდაჭერით.

გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოფენილი იყო ღონისძიების მიზანთან შეხამებული ნამუშევრები: ნახატები, ფოტოსურათები, ხელნაკეთები, გენოციდს გადარჩენილთა მოგონებების და სომეხი ხალხის აღორძინების იდეასთან შეხამებული კომპოზიციები.

წამებულთა ხსოვნის პატივის მისაგებად დანთებული სანთლების ფონზე, სომეხი მოსწავლეები ყვებოდნენ თავიანთი ოჯახების ტრაგედიის ამბებს, წარმოადგენდნენ წამებისა და დეპორტაციის გზაზე მიმავალი ადამიანების ისტორიებს, რითაც ხაზს უსვამდნენ სომეხი ადამიანის გენს და სისხლს, რაც წინაპრებმა გადმოსცეს თავიანთ შთამომავლებს. ლიზა თოროსიანის, სერგეი ჩარუხჩიანის, ვიკტორია ვირაბიანის, მილენა ღარიბიანის, დავით ჰარუთიუნიანის და სხვათა მოყოლილი ისტორიები იყო პროტესტის, რისხვის და მოთხოვნის ასევე მადლიერების გამოხატულება მათდამი, ვინც თავშესაფარი მისცა გადარჩენილებს, და იმ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც აღიარეს სომეხთა გენოციდი.

ღონისძიების დასასრულს „ჰაიარტუნ“ ცენტრის დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა თემის ახალგაზრდული განყოფილების დირექტორ ვალერი ბადალიანს და სტუდენტებთან მიმდინარე სამუშაოების კოორდინატორ ნინა სეროპოვას, რომელთა ინიციატივით ერთი იდეის გარშემო გაერთიანდნენ სომეხი ახალგაზრდები და თავისებური იდეით წარმოადგინეს თავიანთი ოჯახის თავს გადამხდარი ისტორია, რომელიც არის ასევე მთელ მსოფლიოში გაფანტული თითოეული ოჯახის ისტორია. სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანმა აღფრთოვანება გამოხატა ახალგაზრდების პატრიოტიზმისა და ეთნიკური წარმომავლობით სიამაყისათვის. ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების, არსებობით მოწამეთა ხსოვნის ნათელყოფით და აუცილებლად სამართლიანობის მიღწევის რწმენა იყო ყველა მოთხრობის იდეოლოგიური საფუძველი, - ასეთი შთაბეჭდილება მიიღო ღონისძიებიდან ქალბატონმა სუსანა ხაჩატრიანმა.

 საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლიერების სიტყვით მიმართა ღონისძიების ყველა მონაწილეს, რომლებმაც მათი ნამუშევრებით, საავტორო ისტორიებით პატივი მიაგეს გენოციდის მოწამეებს. წინამძღვარმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ინტერესს მათი წინაპრების ცხოვრების ისტორიის ცოდნისადმი და მზაობას, საკუთარი ძალებით უზრუნველყონ სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები სომხების უსაფრთხოება და სიამაყე, ერის აღორძინების, დედა სამშობლოს, არცახის, წმიდა ეჯმიაწინის და სომხური დიასპორისათვის.

ბოლოს არმენ ჰოვანისიანმა წაიკითხა საკუთარი ლექსი “კინტო“, რამაც დააგვირგვინა ძალზედ ემოცური ეს ლამაზი ღონისძიება.

IMGP0355 IMGP0364 IMGP0371 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)