1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი - მსოფლიო სომეხთა სამეცნიერო-პრაქტიკულ პედაგოგიურ კონფერენციაზე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

11251617 78022 

2015 წლის 13-15 ივლისს ერევანში გაიმართა მსოფლიო სომეხთა სამეცნიერო-პრაქტიკული პედაგოგიური კონფერენცია თემაზე „დიასპორაში სომხური განათლების ორგანიზების დღევანდელი პრობლემები“, რომელიც განახორციელა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად, „ დიასპორის პედაგოგთა ერთთვიანი გადამზადება სომხეთში“ პროგრამის ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ დიასპორის სომეხი მასწავლებლები, განათლების სფეროს პასუხისმგებლები, სპეციალისტები ლიბანიდან, სირიიდან, უკრაინიდან, თურქეთსა და ბელორუსიიდან, რომლებიც დაკავებულნი არიან დიასპორის განათლების საკითხებით.

საქართველოს სომეხთა ეპარქიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი, „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიანი სწავლების საკვირაო სკოლის მასწავლებელი როზა ზოჰრაბიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კოორდინატორი კარინე მანუკიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი გამოვიდა მოხსენებით „თბილისის " ჰაიარტუნ " ცენტრის ადგილი და როლი საქართველოს სომხების ეროვნული განათლების ორგანიზების საქმეში“. მან ისაუბრა საქართველოში ეროვნული განათლების შენარჩუნებისა და განვითარების მიმართულებით ეპარქიისა და "ჰაიარტუნ" ცენტრის გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ და „სურბ ეღია მარგარე“ ერთდღიან სკოლებზე, „ჰაიარტუნ“ ცენტრისა და შემოქმედებითი ჯგუფების ეროვნული კულტურის განვითარების მიზანმიმართულ მოღვაწეობაზე. გამომსვლელის მოხსენებას თან ახლდა სლაიდები და ვიდეოჩანაწერები.  

მსოფლიო სომეხთა სამეცნიერო-პრაქტიკული პედაგოგიური კონფერენციის მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სომხეთის ისტორიის სწავლების მიმართულებით ეპარქიის თანმიმდევრული მუშაობით - საგნის ფაკულტატური მეცადინეობის ფორმატში საქართველოს სომხურ სკოლებში სწავლების მიზნით.

გამოსვლამ ინტერესი და კმაყოფილება გამოიწვია კონფერენციის მონაწილეებს შორის.

 სხვა თემებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენებით წარმოდგენილ იქნა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი სასწავლო და კვლევითი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება სომხური დიასპორის სხვადასხვა სომხური სათვისტომოების და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში.

 საუბარი ასევე შეეხო დიასპორის სომხურ სკოლებსა და მათ პრობლემებს, ისაუბრეს სომხურ იდენტობაზე გენოციდის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური გავლენის ფაქტორზე, და ასევე არასომხურენოვან ჯგუფებში თამაშით სომხური ენის სწავლების და სხვა თემებზე. კონფერენციის მონაწილეები ეწვივნენ მთავარ საკათედრო წმიდა ეჯმიაწინს და შეხვედრა ჰქონდათ სრულიად სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარესს გარეგინ მეორესთან.

კონფერენციის მუშაობა დასრულდა 15 ივლისს.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)