1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი დაესწრო "რელიგია და სამართალი" წიგნის პრეზენტაციას PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

431211227787 859254244195073 

2015 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის "რელიგია და სამართალი" ფარგლებში გამოცემული წიგნის - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები რელიგიის თავისუფლებაზე" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, რელიგიური კონფესიების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

პრეზენტაციას ესწრებოდა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, არქიმანდრიტ ხორენ ჰოვანისიანის და ეპარქიის იურისტ მიქაელ ავაგიანის თანხლებით.

პრეზენტაციაზე გამომსვლელებმა მაღალი შეფასება მისცეს წიგნის გამოცემას, და აღნიშნეს, რომ პუბლიკაცია აერთიანებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2014 წლის ჩათვლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლზე - "აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება" მიღებულ გადაწყვეტილებებს. თითოეულ საქმეში მოკლედაა გადმოცემული ფაქტები, მხარეთა არგუმენტები და სასამართლოს შეფასება, რაც, როგორც სპეციალისტებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს, საშუალებას აძლევს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მიულოცა საქართველოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა და წარმატებები უსურვა სააგენტოს საქმიანობაში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)