21 სექტემბერს თბილისის "Arthall" საკონცერტო დარბაზში დიდი პომპეზობით აღინიშნა სრ დამოუკიდებლობის 22 წლისთავი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჯეირან“ ქორეოგრაფიული ანსამბლის 10 წლის იუბილე. საიუბილეო ღონისძიება ინიცირებული იყო საქართველოს სომეხთა ეპარქიასთან მოქმედი „ჰაიარტუნ“ საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სრ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოში სრ საელჩოსთან თანამშრომლობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოვანეს მანუკიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, დიპლომატები, სასულიერო პირები, თბილისის სომხურ სტრუქტურათა ხელმძღვანელები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
|
დაწვრილებით...
|