1geo

fb you od

წლიური საანგარიშო კრება ახალქალაქში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

aaa12019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საეპისკოპოსოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ერთობლივი საანგარიშო კრება გაიმართა, სადაც წარდგენილი იქნა ვიკარიატის სამუშაო და ფინანსური ანგარიში. კრებაში მონაწილეობენ ვიკარიატის სასულიერო დასი, ვიკარიატში მოქმედი 4 კულტურილ-საგანმანათლებლო ცენტრისა და საეპისკოპოსოს პერსონალი.  51835758 2074462835969419 7860624814149468160 n
გახსნით სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარი დამსწრეებს მიესალმა, გადასცა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კურთხევა, დააფასა სასულიერო დასისა და თანამშრომლების მსახურება და საეპისკოპოსოს თანამშრომლები ვიკარიატის 2018 წ. საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად მიიწვია.
ვიკარიატის საქმის მწარმოებელმა და მდივანმა, არმენუჰი პეტროსიანმა ეკრანზე მოკლედ წარადგინა ეკლესიების, ცენტრებისა და საეპისკოპოსოს მასშტაბური საქმიანობა, რომლის შემდეგაც ვიკარიატის ბუღალტერმა, რუზანა ერამიანმაც ასევე ეკრანზე ეპარქიისა და ჯავახეთის ვიკარიატის დეტალური ფინანსური ანგარიში წარადგინა. 
51371514 2074463002636069 8457405228528959488 oამის შემდეგ გაიმართა განხილვა, რომლის დროსაც როგორც სასულიერო პირების, ასევე თანამშრომლების მიერ გაჟღერდა შემოთავაზებები, რომელთაც წინამძღვრის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
გადაწყდა 2019 წ. კომიტას არქიმანდრიტსა და ჰოვანეს თუმანიანის იუბილეები სათანადოდ აღინიშნოს ასევე ადგილზე. ეპისკოპოსმა ვაზგენმა საეპისკოპოსოს თანამშრომლებს დაავალა ამიერიდან პირდაპირ კავშირში იყვნენ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების, დიასპორისა და კულტურის სამინისტროებთან და ვიკარიატის საქმიანობისთვის საჭირო მასალა და ლიტერატურა პირდაპირი წესით მიიღონ. მეუფემ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს ვიკარიატის კულტურის განყოფილებასთან აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. ასევე გადაწყდა ახალციხის „ვარდგეს სურენიანც“-ის სახელობის ცენტრში მიღებული იქნას ახალი პედაგოგები და გამოიყოს სახსრები ცენტრის მოსაწყობად. გადაწყდა სახსრების გამოყოფა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის 51751427 2074462895969413 2344029524787724288 oშიგნითა მხარის განახლებისათვის. საუბარი შეეხო კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიის სახურავის განახლებასა და „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრთან დარბაზის აშენებას, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ეპარქიის წინამძღვარი მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხურ საქველმოქმედო საერთო კავშირსა და სხვა დონორ ორგანიზაციებთან.
მეუფე ვაზგენმა მუდმივ რეჟიმში მატერიალური მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას. წინამძღვარმა ასევე მადლობა გადაუხადა სომხეთისა და საქართველოს შესაბამის სამინისტროებს, საერთაშორისო სომხურ ფონდებს“, სამცხე-ჯავახეთის ხელისუფლებას ვიკარიატის მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
კრების ბოლოს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მეუფე ვაზგენმა ყველა დალოცა და გამასპინძლებაზე მიიწვია.

2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის საეპისკოპოსოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით, ერთობლივი საანგარიშო კრება გაიმართა, სადაც წარდგენილი იქნა ვიკარიატის სამუშაო და ფინანსური ანგარიში. კრებაში მონაწილეობენ ვიკარიატის სასულიერო დასი, ვიკარიატში მოქმედი 4 კულტურილ-საგანმანათლებლო ცენტრისა და საეპისკოპოსოს პერსონალი. 

გახსნით სიტყვაში ეპარქიის წინამძღვარი დამსწრეებს მიესალმა, გადასცა ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის კურთხევა, დააფასა სასულიერო დასისა და თანამშრომლების მსახურება და საეპისკოპოსოს თანამშრომლები ვიკარიატის 2018 წ. საქმიანობის ანგარიშის წარსადგენად მიიწვია.

ვიკარიატის საქმის მწარმოებელმა და მდივანმა, არმენუჰი პეტროსიანმა ეკრანზე მოკლედ წარადგინა ეკლესიების, ცენტრებისა და საეპისკოპოსოს მასშტაბური საქმიანობა, რომლის შემდეგაც ვიკარიატის ბუღალტერმა, რუზანა ერამიანმაც ასევე ეკრანზე ეპარქიისა და ჯავახეთის ვიკარიატის დეტალური ფინანსური ანგარიში წარადგინა. 

ამის შემდეგ გაიმართა განხილვა, რომლის დროსაც როგორც სასულიერო პირების, ასევე თანამშრომლების მიერ გაჟღერდა შემოთავაზებები, რომელთაც წინამძღვრის მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

გადაწყდა 2019 წ. კომიტას არქიმანდრიტსა და ჰოვანეს თუმანიანის იუბილეები სათანადოდ აღინიშნოს ასევე ადგილზე. ეპისკოპოსმა ვაზგენმა საეპისკოპოსოს თანამშრომლებს დაავალა ამიერიდან პირდაპირ კავშირში იყვნენ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების, დიასპორისა და კულტურის სამინისტროებთან და ვიკარიატის საქმიანობისთვის საჭირო მასალა და ლიტერატურა პირდაპირი წესით მიიღონ. მეუფემ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს ვიკარიატის კულტურის განყოფილებასთან აქტიური მუშაობისკენ მოუწოდა. ასევე გადაწყდა ახალციხის „ვარდგეს სურენიანც“-ის სახელობის ცენტრში მიღებული იქნას ახალი პედაგოგები და გამოიყოს სახსრები ცენტრის მოსაწყობად. გადაწყდა სახსრების გამოყოფა ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის შიგნითა მხარის განახლებისათვის. საუბარი შეეხო კარწახის „სურბ ჰოვანეს კარაპეტ“ ეკლესიის სახურავის განახლებასა და „რაფაელ-ჯავახ“ ცენტრთან დარბაზის აშენებას, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ეპარქიის წინამძღვარი მოლაპარაკებებს აწარმოებს სომხურ საქველმოქმედო საერთო კავშირსა და სხვა დონორ ორგანიზაციებთან.