1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 7 თებერვალს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პროექტის, ფოტოალბომის - „რელიგიები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. ამ ფორმატის ფოტოალბომი საქართველოში პირველად დაიბეჭდა, რომელშიც თავმოყრილია საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების საკულტო ნაგებობების ფოტოები და რელიგიურ ლიდერთა ბიოგრაფიები. ალბომში ასევე თავმოყრილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული სალოცავების ფოტოსურათები.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, 51327422დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. პრეზენტაციას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა ღირს მღვდელთან- ჰუსიკ ჰარუთუნიანთან, ადმინისტრაციულ-ეკონომიკური განყოფილების დირექტორთან- კარენ ერიციანთან, საინფორმაციო განყოფილების დირექტორთან- სუსანა ხაჩატრიანთან და სამართლებრივ და თანამშრომლობის საკითხებში წინამძღვრის თანაშემწესთან- მიქაელ ავაგიანთან ერთად.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.  უკანასკნელმა აღნიშნა, რომ ფოტოალბომი საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ასახავს და ხაზს უსვამს საქართველოს მოქალაქეების განსხვავებულთა მიმართ შემწყნარებლობას.  ამავდროულად, სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 51377827არსებულ ვითარებაზე, სადაც იქ დარჩენილი მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა მიმდინარეობს, ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის ყველა უფლება- რელიგიური აღმსარებლობის განხორციელების უფლების ჩათვლით.
ალბომში შეტანილია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის ფოტოები და ბიოგრაფიული ინფორმაცია, ისევე როგორც თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის, ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ და ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიების ფოტოსურათები. ფოტოალბომი ორენოვანია- შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კვლავაც განახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარებისკენ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)