1geo

fb you od

ცნობილი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა და შეხვედრა მწერალსა და მთარგმნელთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 16 თებერვალს, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის 20190216 135254„ჰაიარტუნ“ ცენტრის მხარდაჭერით,  გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, გაიხსნა, ცნობილი მხატვრის, ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ჩატარებული და ასევე საერთაშორისო  გამოფენების მონაწილის, სომხეთის მხატვართა კავშირის წევრების, არმენ ხოჯოიანისა და მისი მეუღლის- ანა ადიანის ნამუშევრების გამოფენა და გაიმართა შეხვედრა მწერალ-თარგმნელთან, ვარდან ფერეშეთიანთან. ღონისძიება ორი დიდი სომეხის, ჰოვანეს თუმანიანისა და არქიმანდრიტ კომიტასის საიუბილეო წელს მიეძღვნა.
გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რუბენ სადოიანი, საელჩოს დიპლომატები და თბილისის სომხური თემის წევრები.
გამოფენის გახსნას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, 20190216 135509ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
ცენტრის კედლები მორთული იყო ცნობილი მხატვრის ფერწერული, გრაფიკული და სპილენძისაგან ამოკვეთილი ნამუშევრების მდიდარი პალიტრით, ასევე საინტერესო კოლაჟური ტიპის ნამუშევრებით. თითოეული სტუმარი თავისდა უნებლიედ ფიქრობდა ხელოვნების  დიდოსტატის გამოხატულ აზრზე და თავისებურად აღიქვამდა მის შემოქმედებას.
მკვეთრი ფერებითა და მდიდარი ფანტაზიით შექმნილი ნამუშევრები თავისებურად 20190216 143217ჰარმონიაში მოდიოდა გრაბარიდან (ძველსომხური ენა) და რუსულიდან თარგმანების, ისევე საკუთარი ნაწარმოებების რამდენიმე კრებულის ავტორ, ვარდან ფერეშეთიანთან. პროზაიკოსისა და მთარგმნელის შინაგანი სამყაროს, მისი აზროვნების სტილის თავისებური გამოვლინება გახდა, არქიმანდრიტ კომიტასისადმი მიძღვნილი ესე, რომელიც ავტორმა თითონ წაიკითხა და წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
გამოფენა და შეხვედრა მწერალსა და მთარგმნელთან ასევე ხელოვნებისა და ლიტერატურის ორი მუშაკის სულის გამოძახილი გახლდათ წარდგენილიყვნენ თბილისში, ქედი მოეხარათ იმ ქალაქის წინაშე, სადაც ადრე თავისი ძირეული განვითარება ჰპოვა სომხურმა ხელოვნებამ და ლიტერატურამ.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)