საქართველოში სომეხ და ქართველ მხატვართა გამოფენით დაიწყო სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 22-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ციკლი |
ამა წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ორგანიზებული სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენა-გაყიდვი გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოვანეს მანუკიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა სრ დამოუკიდებლობის 22-ე წლის იუბილეს მსგავსი გამოფენით აღნიშვნას, ასევე ისაუბრა იმ გზაზე, რომლითაც მიდის ეს ორი მეგობარი ქვეყანა და აშენებს სახელმწიფო დამოუკიდებლობას. მან მაღალი შეფასება მისცა სომეხ მხატვრებთან ერთად ქართველი მხატვრების მონაწილეობას ორი ხალხის დამაკავშირებელ ღონისძიებებში, რომელთაგან ერთი ეს გამოფენაა . თბილისის სურბ ეჯმიაწინ ეკლესიის კანდელაკმა მღვდელმა მანუკ ზეინალიანმა კურთხევის სიტყვით მიმართა დამსწრეებს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახელით მიულოცა გამოფენის გახსნას. მან ისაუბრა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სილამაზეზე, რამაც გამოხატულება ჰპოვა გამოფენაზე გამოფენილ ტილოებზე. სომეხ ხალხს სრ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სომეხი და ქართველი მხატვრების გამოფენის ორგანიზება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ გურამ ცერცვაძემ, საქართველოს სომეხ მუსიკოსთა კავშირის თავმჯდომარემ არტემ კირაკოზოვმა. საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების ელენე შაშიაშვილის, მარინა კირაკოზოვას, მარიამ ჩიკვაიძის და გვანცა მათიაშვილის შემადგენლობით „ლალე“ სიმებიანი საკრავების კვარტეტის ლამაზი შესრულებების თანხლებით.
|