საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში სტუმრობდნენ ქალთა საერთაშორისო ასოციაციის - " IWAG"- ის ( საქართველო) წევრები |
20 ნოემბერს ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (საქართველო) წევრები ეწვივნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრს. ასოციაციის წევრების - საქართველოში სრ ელჩის მეუღლის ქალბატონ არმინე მანუკიანისა და ელჩის მოადგილის მეუღლის ლუსინე აფიანის ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირთან თანამშრომლობით, ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, მოეწყო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასოციაციის ხელმძღვანელი საბჭოს თავმჯდომარე მართა ფერერ ლიუბექი, საბჭოს წევრები - ნანა დვალი, გვანცა ჟურული, ბენგიუ აქჩარდაქ ქიუჩუქი, ასოციაციის სხვა წევრები. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალბატონი არმინე მანუკიანი, საქართველოში სრ საელჩოს დიპლომატთა მეუღლეები, საქართველოს სომეხ ქალთა „შუშანიკ“ კავშირის წევრები, „გარი დავთიან“ თოჯინების კულტურის სახლის დირექტორი ჟანა დავთიანი, „ჰაიარტუნ“ ცენტრის თანამშრომლები, სტუმრები. მინიატურისტების გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურულმა ნამუშევრებმა, მხატვარ ირენა ოჰანჯანოვას ხელნაკეთმა საოცარმა თოჯინებმა და მილენა კვაჭანტირაძის ფანტაზიით აწყობილმა სამკაულებმა მოხიბლეს დამსწრეები. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა ლუსინე აფიანმა და წარადგინა „ჰაიარტუნ“ ცენტრის კოორდინატორი ლევონ ჩიდილიანი. ეს უკანასკნელი მიესალმა სტუმრებს და ისაუბრა „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებიდან დღემდე განვლილ გზაზე, ნათქვამის ეკრანზე ნაჩვენები სურათებით დადასტურებით. შეხვედრა მიმდინარეობდა „ანი“ (ქორეოგრაფი - ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი სტუმრები აშკარად გააკვირვა მხოლოდ სამი წლის ისტორიის მქონე „ჰაიარტუნ“ ცენტრში ჩატარებულმა ასეთმა ფართომაშტაბიანმა სამუშაოებმა და გაწეულმა საქმიანობამ. უცხოელი ქალბატონები აღფრთოვანებით გამოეხმაურნენ გოჰარ ჰაკობიანისა და მერუჟან შაუმიანის მინიატურული ნამუშევრების გამოფენას, მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სომხურმა სტუმართმოყვარეობ სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს სომხური ორგანიზაციების სტუმართმოყვარეობ
|